მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავის 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“.

მისივე განცხადებით, ქართული მხარე არ განიხილავს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არ განახლება ტექნიკურ ხარვეზთან არის დაკავშირებული.

„ამის მიზეზი მოვისმინეთ თუ არა, უკვე ამას მნიშვნელობა არ აქვს - ფაქტია, რომ ამ უბრალო, მარტივი რაღაცის ინსტრუმენტალიზაციაც ხდება და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან - მე ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემს გერმანელ კოლეგებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს კავშირები და კომუნიკაცია არსებობს და დასანანია, როდესაც ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად არ დგამს ამ პატარა ნაბიჯსაც კი იმისთვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია ასახოს საკუთარ ვებგვერდზე მაშინ, როცა ქართული მხარე ამას ითხოვს და მიუთითებს. ასეთი გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, რომ ორი წელია, ტექნიკური ხარვეზი ვერ გაასწორეს - ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776283963

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა, თუმცა არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველო...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283928

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283619

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776283337

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმ...

მაკა ბოჭორიშვილი

1776280917

საზოგადოება

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...

პაატა სალია