ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა
ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.
“ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს. ქართველ ლიბერალს არ გააჩნია არც სიმყარე, არც კონტექსტის აღქმა, ის არის მხოლოდ ექო - დავალების მიმღები ფრაგმენტული იდეოლოგიური პროექტისგან, რომლის ავტორებზე წარმოდგენაც არ აქვს (ამიტომ თვლის დიფ სთეითს ფიქციად).
მაგალითად, ქართველ ლიბერალს ახარებს უნგრეთში ულტრაკონსერვატორი მაგიარის გამარჯვება, რაც წესით მის იდეოლოგიურ კონსტიტუციაში არაფრით არ უნდა ჯდებოდეს; ქართველ ლიბერალს ახარებს ვენესუელადან მადუროს მოტაცება, რაც აგრეთვე, მის ლიბერალურ იდეოლოგიასთან შეუთავსებელი უნდა იყოს; ქართველი ლიბერალი ამერიკის საელჩოს კანონიკურ სუბიექტად აღიქვამს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მისთვის სრულად მიუღებელი იდეოლოგიის მატარებელია; ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული.
მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა. მას ამ იდეოლოგიის თანამედროვე, პროფანულ გაგებამდე, მხოლოდ აღვირახსნილი პროვინციალიზმი და გოიმობა უბიძგებს. ჩაადევის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: ქართველი ლიბერალი მზადაა საქართველო გადაწვას, ოღონდ მცირედით მაინც გაითბოს თავი”, - წერს ოდიშარია.
1776263609
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას
ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე. ანუ ქვეყანას უკრძალა...
1776262186
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებზე ისაუბრა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ყურადღება გაამახვილ...
1776260683
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მ...
1776259626
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას, უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას
ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ა....
1776258744
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრის...


























