რეანიმაციაში პაციენტთა 80% არავაქცინირებულია - იტალია
"ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტთა 70-80% არავაქცინირებულია" - ამის შესახებ ვენეტოს რეგიონის პრეზიდენმა ლუკა ძაიამ დღეს განაცხადა. დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვენეტოს რეგიონში კოვიდ19-ით დაინფიცირების 4700 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 1300 პაციენტი განიკურნა, 167 კი, რეანიმაციაში გადის მკურნალობას. ,,დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდზე აიცრნენ. ამან ქვეყანაში ზოგადი ეპიდვითარება, წინა წელთან შედარებით გააუმჯობესა" - განაცხადა ლუკა ძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ვენეტოს რეგიონი 17 დეკემბრიდან ყვითელ ზონაში გადავიდა. რეგულაცია დაწესდა სამედიცინო პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით და ღია სივრცეშიც კი, მისი გამოყენება სავალდებულო გახდა. აიკრძალა ხანდაზმულთა დატოვება თავშესაფრებში. ყოველ ოთხ დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალს და განკურნებულ პაციენტებს კოვიდტესტირება უტარდება. დროებით იზოლაციაში გადადიან ის სტუდენტები, რომელთა ირგვლივაც აღმოჩნდება კოვიდდადებითი პირი.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-თვის ემილია-რომანიადან
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































