როგორ გავემგზავროთ, იტალიიდან ამერიკაში

ქართულ-იტალიური ასოციაცია „Centro servizi Geo House“, იტალიაში მცხოვრებ პირებს ამერიკაში გამგზავრებისთვის საჭირო ყველა პროცედურას გთავაზობთ.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და ჩვენთან მომართვიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით იტალიაში ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტებისთვის.
მაშ ასე, გსურს ამერიკაში მოგზაურობა და არ იცით საიდან დაიწყო? – პროცედურა არაა რთული და არც შედეგის მიღწევაა შეუძლებელი. უნდა მივყვეთ და ზუსტად შეასრულოთ მითითებები, რომელსაც ითხოვს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს სავიზო განყოფილება.
📌 პირველი ნაბიჯი – რეგისტრაცია საკონსულოს საიტზე და ვიზიტის დღის ჩანიშვნა. ამ პროცედურის დასრულება შესაძლოა გაიწელოს გარკვეული პერიოდით, რადგან კალენდარი პერიოდულად არის შევსებული და საჭიროა ლოდინი.
იტალიის ტერიტორიაზე 4 მოქმედი საკონსულო განყოფილებაა შემდეგ ქალაქებში – რომი, ნაპოლი, ფლორენცია და მილანი.
ვიზიტის ჩანიშვნის დროს აუცილებლად ეთითება თუ რომელი ქალაქის საკონსულოს გსურთ რომ მიმართოთ. ქალაქის და თარიღის შეცვლა შესაძლებელია ძალიან მარტივად.
📌 მეორე ნაბიჯი – ვიზიტის დაჯავშნის შემდგომ საჭიროა მოგროვდეს შესაბამისი დოკუმენტაცია – ცნობები ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო ადგილიდან, შემოსავლების დასტური, თუ ფლობთ ქონებას, თუ გაგაჩნიათ შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა, რომ შეძლოთ მოგზაურობა და ასე შემდეგ. ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგიმოთ ვიზიტის დროს საკონსულოში.
📌 მესამე ნაბიჯი–ივსება აპლიკაცია, ყველა კითხვას უნდა უპასუხოთ შესაბამისი სიზუსიტით.
📌 მეოთხე ნაბიჯი–ვიზიტი საკონსულოში – როგორ უნდა მოვემზადოთ ვიზიტისათვის:
ჩაიცვი შესაბამისად;
ინტერვიუზე მიდი დროზე ადრე;
ეცადე იყო თავდაჯერებული და გამოიჩინე პატივისცემა;
არ შეგრცხვეს მოითხოვო კითხვის გამეორება;
მზად იქონიე ყველა საჭირო დოკუმენტი;
აუცილებლად უნდა გქონდეს ამერიკაში მოგზაურობის გაწერილი გეგმა, მაგალითად რატომ მიფრინავ, რას მოინახულებ ან რომელ შეხვედრას დაესწრები და როდის.
გაითვალისწინე, რომ გამგზავრების მიზანი უნდა იყოს აუცილებლად ნათელი და მ კ ა ფ ი ო;
უნდა მოახიდონო იმის დემონსტრირება, რომ გაქვს მყარი კავშირები იმ ქვეყანასთან, საიდანაც მიფრინავ, ეს შეიძლება იყოს: ოჯახის წევრები, სამსახური, რომელიც ამჟამად გაქვს და ა.შ.
რა არ უნდა გავაკეთო ინტერვიუს დროს?
აუცილებლად უნდა uპასუხო ყველა კითხვას, არ გამოტოვო არცერთი და არ მოიტყუო; დაიმახსოვრე რომ ვიზის ოფიცერი შეამოწმებს იმ ინფორმაციას, რაც გიწერია განაცხადში;
რა თქმა უნდა თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ ზედმეტმა შეიძლება საქმე გაგიფუჭოს! ვიზის ოფიცრები აპლიკანტებს ზოგჯერ უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ ისინი საუბრობენ შეუსაბამო თემებზე და პასუხს სცემენ იმ კითხვებზე, რომლებიც მათ არ დაუსვამთ!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია – ვიზიტის დაჯაშვნის დროს გადახდილი მოსაკრებელი ვალიდურობას ინარჩუნებს ერთი წლის განმავლობაში – ანუ ამ პერიოდში შეგიძლიათ გააუქმოთ ვიზიტი, შეცვალოთ თარიღი და ქალაქი.
გაუქმების შემთხვევაში მოსაკრებელის თანხა უკან არ ბრუნდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ტურისტული ვიზის მოპოვება ყოველთვის იყო დაკავშირებული გარკვეულ სირთულეებთან. ბევრ შემთხვევაში სრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა გარანტიას, რომ ვიზირების პროცესი დასრულება დადებითი პასუხით. ჩვენი ორგანიზაციის სავიზო განყოფილების 10 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე გვაქვს უამრავი დადებითად დასრულებული პრაქტიკა და ასევე საკმაო რაოდენობის უარყოფითი გადაწვეტილებაც. პანდემიის შემდგომ გარკვეული პერიოდი რაღაცნაირად იყო გამარტივებული ვიზირების პოლიტიკა. ეს ასე ვთქვათ „მარტივი“ პერიოდი დასრულდა 2022 წლის დეკემბრის თვეში. ამ ეტაპისათვის ვიზირების პროცესი დაუბრუნდა ჩვეულ „მკაცრ“ და არაპროგნოზირებად კალაპოტს.
და ბოლოს–თითოეული ქეისი ინდივიდუალურია და ვერ გათვლი სხვისი მაგალითით.
Centro servizi Geo House სავიზო განყოფილება GeoVisa მუდამ თქვენს სამსახურში!
ანდეთ თქვენი პრაქტიკა პროფესიონალებს და იმეგობრეთ ჩვენთან!
www.geovisa.it
visti@geovisa.it
0805217115
3270934122
whatsapp - 00995598557050
ჩვენს საიტზე, Exclusivetv.ge რეკლამის განსათავსებლად დაგვიკავშირდით: +393491805032
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...