როგორ გავხსნათ საბანკო ანგარიში და საბანკო ბარათი იტალიაში?
პასუხები, ორგანიზაცია „centro servizi geo house“–სგან, ხშირად დასმულ კითხვაზე, თუ როგორ გავხსნათ საბანკო ანგარიში და საბანკო ბარათი იტალიაში?
ლეგალიზაციის პრაქტიკის დასრულების შემდეგ-ანუ მას შემდეგ, როცა გვაქვს უკვე ბინადრობის უფლება, (permesso di soggiorno), ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი (tessera sanitaria), რიგ შემთხვევაში ასევე კითხულობენ პირადობის მოწმობას (carta d identita), შეგიძლიათ და სასურველია გქონდეთ თქვენი ანგარიში და საბანკო ბარათი. მოახდინოთ თქვენი ხელფასის საბანკო ბარათზე დარიცხვა, მოახდინოთ გადარიცხვები, ისარგებლოთ ონლაინ ბანკინგით და გამოიყენოთ ის კომფორტი, რაც საკუთარ ანგარიშის მართვა ჰქვია.
საბანკო ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში -Unicredit SPA, Banca Monte dei Paschi di Siena SpA, Intesa Sanpaolo SpA, Banco Popolare – Società Cooperativa და ბევრი სხვა. ინიშნება ბანკში შეხვედრა კომპეტენტურ თანამშრომელთან და ხდება საბანკო ანგარიშის გახსნა, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი, რომ საბანკო ანგარიშს სჭირდება შენახვა - ანუ ყოველწლიური, ან ყოველთვიური გადასახადი. უმრავლეს შემთხვევაში ხდება დაზღვევის გაფორმებაც და საბოლოო ჯამში ანგარიშის შენახვა გარკვეულ ხარჯს უკავშირდება.
დღეს გაგაცნობთ გაცილებით მოქნილ, პრაქტიკულ და ძალიან სასარგებლო საბანკო პროდუქტს, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოპერაციისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.
იტალიის საფოსტო სისტემას აქვს საბანკო ბარათი სახელწოდებით Carte Postepay არსებობს postapay-ს რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგან ლიდერობს Postepay Evolution, რომელიც შემდეგნაირად არის წარმოდგენილი.
– ბარათს გააჩნია საბანკო ანგარიშის ნომერი ე.წ. IBAN-ი, რომლის მეშვეობითაც, შეგიძლიათ მიიღოთ და გადარიცხოთ თანხები ანგარიშიდან ანგარიშზე, როგორც იტალიის ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში;
– შეგიძლიათ გადმოწეროთ app ტელეფონში და უფრო მოქნილი გახადოთ ბარათის გამოყენების პროცესი;
– შეგიძლიათ განახორციელოთ ონლაინ შესყიდვები;
– შეგიძლიათ ბარათიდან გააგზავნოთ სასურველი თანხა ნებისიმიერ ქვეყანაში western union -ის გამოყენებით;
– ბარათზე თანხა შეგიძლიათ დარიცხოთ ძალიან მარტივად მინიმალური დანახარჯით;
– ბარათის წლიური მოსაკრებელი შეადგენს 12 ევროს.
ბარათის აღება ნებისმიერ საფოსტო მომსახურების ოფისში შეგიძლიათ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































