როგორი ეპიდსიტუაციაა იტალიაში და რატომ გახდა რეგულაციების მკვეთრად გამკაცრება საჭირო - სტატისტიკა
23 დეკემბერს, იტალიის მთავრობისა და პრემიერ მარიო დრაგის გადაწყვეტილებით, ძალაში შევიდა ახალი ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, სხვა არაერთ შეზღუდვასთან ერთად, ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულებას, Super Green Pass-ის მოქმედების არეალს, დახურულ სივრცეში FFP2 ტიპის ნიღბების ტარებას და დისკოთეკების დახურვას გულისხმობს. რეგულაციები, ამ ეტაპზე 31 იანვრამდეა გაწერილი.
და მაინც, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი იტალიამ?
17-23 დეკემბრის მონაცემებით, დაინფიცირების ინდექსი, კვირაში 100 ათას მოსახლეზე, 351 გახლდათ, მაშინ როდესაც ერთი კვირით ადრე, მხოლოდ 241 ახალი დაინფიცირებული იყო (ისევ 100 ათას მოსახლეზე). განსხვავება ნათელია.
განსაკუთრებით საგანგაშო მაჩვენებელია ვენეტოს რეგიონში - 590 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე. მას ლომბარდია მოსდევს, შემდეგ პიემონტე, ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია და ფრიული-ვენეცია-ჯულია არიან. დაინფიცირების ინდექსი ყველაზე დაბალი მოლიზეს რეგიონშია.
მკვეთრად არის გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევები, რომელიც ჯაჭვური პრინციპით არ მომხდარა, ანუ ვერ დგინდება პირს საიდან, ან ვისგან გადაედო ვირუსი. ასეთი შემთხვევა, ბოლო ერთ კვირის განმავლობაში, 62 669 დაფიქსირდა.
გაზრდილია რეანიმაციაში მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტთა ინდექსიც და შეადგენს 10,7 პროცენტს. გასულ კვირასთან შედარებით 1 პროცენტიანი ზრდაა. მაშინ როდესაც ზღვრად განსაზღვრულია 10%. ამ ზღვარს გადააჭარბა 11-მა რეგიონმა და ავტონომიურმა პროვინციამ, ესენია: კალაბრია, ემილია-რომანია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, ბოლცანოს ა.რ, ტრენტოს ა.რ, პიემონტე, ტოსკანა, ვენეტო.
9 რეგიონმა კი, 15 პროცენტს გადააჭარბა საავადმყოფოებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილ რაოდენობას: კალაბრია, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ლიგურია, მარკე, ბოლცანოს ა.პ, ტრენტოს ა.პ, სიცილია, ვალე-დ’აოსტა, ვენეტო.
კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ მიიღო ქვეყნის მთავრობამ ასეთი ხისტი გადაწყვეტილება, ვირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონია“ რომელიც აქამდე არსებულ შტამებს შორის, ყველაზე სწრაფად ვრცელდება. მართალია, დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ საავადმყოფოების გადავსებასა და კოლაფსს არ გამორიცხავს.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































