SANATORIA 2020 - რა საბუთები უნდა წარადგინოთ პრეფექტურაში გამოცხადებისას
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს პრეფექტურაში გამოცხადებისას პირმა, ვისაც ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადი, "SANATORIA 2020"-ის ფარგლებში აქვს გაკეთებული? დაქირავებულმა უცხოელმა პრეფექტურაში უნდა წარადგინოს:
- პასპორტის, ან ექსპატრიაციისთვის მოქმედი დოკუმენტის ასლი (ყველა გვერდი);
- დამადასტურებელი მოწმობა, რომ უცხოელი 2020 წლის 8 მარტამდე იყო შემოსული იტალიის ტერიტორიაზე, გაცემული საჯარო ორგანოს მიერ, იმ შემთხვევაში თუ არ აქვს აღებული თითის ანაბეჭდები (მაგ. საზღვრის გადმოკვეთისას), ბეჭედი პასპორტში არ არის საკმარისი.
- საცხოვრებლის ქირავნობის ხელშეკრულება, თუნდაც არ იყოს რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ცხოვრობს დამსაქმებლის სახლში, ან სტუმრად მიღების დოკუმენტით, საკმარისია საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილი/გაგზავნილ იყოს cessione fabbricato-ს დოკუმენტი.
- სერტიფიკატი "idoneità alloggiativa", დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საცხოვრებელი ფართი ექვემდებარება, რეგიონული კანონით დადგენილ მინიმალურ პარამეტრებს. აღნიშნულ დოკუმენტს გასცემს, როგორც მერია (Comune), ასევე პოლიკლინიკა (ASL).
რაც შეეხება დამქირავებლის დოკუმენტებს:
- საჭიროა დამსაქმებლის პირადობის დამადასტურებეი მოწმობა (Carta d'identità)
- ფისკალური კოდი (Codice fiscale)
- ბოლო დეკლარაცია, ანუ 7 30 ან Unico-ს, გაგზავნის ელექტრონული ქვითრით
- თუ უცხოელზე განაცხადი გაკეთებულია, როგორც ოჯახის დამხმარე/შინამოსამსახურე, თუ ოჯახში ფიქსირდება ერთზე მეტი წევრი, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ოჯახის საერთო შემოსავლის დოკუმენტი
- თუ უცხოელზე განაცხადი გაკეთებულია როგორც პათოლოგიის მქონე, ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამხმარედ/მომვლელი, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ პირის ავადმყოფობის ცნობა, შეზღუდული შესაძლებლობის დადასტურება (documentazione sanitaria attestante la limitazione dell'autosufficienza del soggetto), წარდგენილ უნდა იქნეს - სამოქალაქო ინვალიდობის ოქმი, ან მკურნალი ექიმის ცნობა, რომელიც ადასტურებს შეზღუდულ შესაძლებლობას
- 500 ევროს ერთჯერადი შენატანის გადახდის ქვითარი
- ფიქსირებული გადასახადების (Contributi) გადახდის ქვითარი
- საკონტრიბუციო და ფისკალური ცნობა, მათთვის ვინც Inps-ში უკვე დააფიქსირა სამუშაო ხელშეკრულება, "კონტრიბუტის" გადახდა აუცილებელია პრეფექტურაში გამოძახებამდე
- INPS-ში რეგისტრირებული სამუშაო ხელშეკრულება, მათთვის, ვინც სამუშაო ურთიერთობის დაწყების თარიღი არ მიუთითა. აქ იგულისხმება მხოლოდ შინამოსამსახურის (Colf, Domestico) შემთხვევა.
მაკა ხაჩოშვილი სპეციალურად ExclusiveTV-თვის ნეაპოლიდან
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































