ირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში.

„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების ნდობას და მიხარია, რომ Skillwill ამ ნდობას ძალიან ღირსეულად და წარმატებით პასუხობს. უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა აირჩია Skillwill. განსაკუთრებული ინტერესი იყო ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ Skillwill-ს შეუძლია, სტუდენტებს შესთავაზოს ის პროფესიული განათლება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად არის გამოსადეგი და საინტერესო.

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში. რეგიონული გაფართოება, ბუნებრივია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე განათლების სისტემის დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით Skillwill-ის მაგალითი ნამდვილად ძალიან საინტერესოა.

კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ Skillwill არა მხოლოდ თვითონ უზრუნველყოფს საკუთარი პროგრამების წარმატებით განხორციელებას, არამედ განათლების სისტემასაც ეხმარება ახალი პროგრამების და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს სთავაზობს მოწინავე ცოდნას, ამდიდრებს ზოგადად სასწავლო პროცესს და ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან მზარდია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ განვითარებას ჩვენმა ქვეყანამაც უნდა აუწყოს ფეხი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ MIT-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795500662

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისგან

რეალურად, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, თავი დაიძვრინოს პასუხისმგებლობისგან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლს...

გიორგი ვოლსკ

1795498708

საზოგადოება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში, დღეს, 13:00 საათზე 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა განახლდება. ოპოზიციური პარტიები...

სასამართლო სასამართლო

1795496663

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ნოემბერს საქართველოში

24 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა

1795465302

ახალი ამბები

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია, სამწუხაროდ, ფარისევლური იყო, სად ნახა საქართველოს საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ საქართველოში ვინმე სუროგაციით შეწუხდა?

„საპატრიარქოს პოზიცია იყო ფარისევლური... სად ნახეს, რომ ვიღაცა შეწუხდა საქართველოში სუროგაციით“, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, დიანა ტრაპაიძესთ...

კახა კუკავა

1795465078

მსოფლიო

Times of Israel: ირანი აშშ-სგან 290 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს

ირანის სასამართლოებმა აშშ-ს 290 მილიარდი დოლარის ზიანის ანაზღაურება დააკისრეს, - განაცხადა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა. „ჩვენ მოვიპოვეთ გადაწყვეტილებები ირანის შიდა სასამართლოებში, რომელთა...

Times of Israel: ირანი აშშ-სგან 290 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვს