“ვუყურებდი უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტის სურათს და ვხვდებოდი რომ…” - ემიგრანტი იტალიიდან
“ვუყურებდი უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტის სურათს და ვხვდებოდი რომ…” - იტალიაში, ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაყვალა რაზმაძე დღევანდელობასთან პარალელის გავლენით, იმ ემოციებს გვიზიარებს, რომელიც სიენას საკათედრო ტაძრის ნახვის შემდეგ დაეუფლა:
,,ყველაზე ლამაზი, დიდი და ჯადოსნური,რაც კი ოდესმე შექმნილა" - ასე შეაფასა ჯორჯო ვაზარიმ, სიენას საკათედრო ტაძრის იატაკის, კომპლექსური იკონოგრაფიული პროგრამის შედეგი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხორციელდებოდა (1300-1800წწ.).
დიახ, 500წელი იქმნებოდა ეს ლათინური ჯვრის ფორმის შედევრი, რომელიც 56 ტარციას, ანუ 56 დამოუკიდებელ "სურათს", სხვადასხვა ფერის მარმარილოთი შესრულებულ უიშვიათეს მოზაიკის პანოს წარმოადგენს, რომელთა ავტორები, გარდა პინტურიკიოსი ყველანი სიენელი ხელოვანები იყვნენ.

საოცარი სანახავია ეს უზარმაზარი "მარმარილოს ხალიჩა." ვერ გეტყვით რომელი უფრო საყურადღებოა, ბიბლიური სცენები, რომლებიც ძირითადად ძველი აღთქმიდანაა აღებული, არნახული სიმბოლური დატვირთვები, მარმარილოს ასე უზადოდ დამუშავების ტექნიკა, მარმარილოსვე შუქჩრდილების გამოყენება, თუ ფერთა და კომპოზიციის შეხამება... ამაზე ალბათ, ტომები აქვთ დაწერილი ამ დარგის სპეციალისტებს.
ტაძრის თვალიერების დროს, ერთ პანოს შორიდან მოვკარი თვალი და არ ვიცი რა დამემართა, ალბათ ის, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი ფიქრებისგან შევდგებით და ის შინაგანი წუხილი რაც გვაქვს, ერთი წამითაც არსად გადის ჩვენგან...

იმ 56 პანოდან, შორიდანვე თვალი მოვკარი თუ არა, ჩემდა უნებურად, სუნთქვა შემიკრა და გამაოგნა მატეო დი ჯოვანის შესრულებულმა "უდანაშაულოთა ხოცვა-ჟლეტის" მოზაიკამ.
საშინელი სიუჟეტი, რომელიც მაყურებლის თვალწინ ხდება, წმინდა მათეს სახარების ამბავს ეყრდნობა, როდესაც ტირანმა ჰეროდემ ყველა ახალშობილი ბავშვი გაწყვიტა, რათა წინასწარმეტყველება არ ასრულებულიყო და ტახტი არ დაეკარგა.
ეს ამბავი ავტორს გადაწყვეტილი აქვს როგორც სპექტაკლი, სცენაა და მას მაყურებლები ზემოდან "ლოჟიდან" უყურებენ.

600 წელზე მეტია გასული ამ მოზაიკის შექმნიდან, მათეს სახარება კი, კიდევ უფრო ბევრად ადრე დაიწერა. კაცობრიობა ტექნიკურად და გონებრივად ისეა განვითარებული, ლამის მთვარეზე გადასახლდეს... ხოლო სულიერად კი ისევ პრეისტორიულ, ჰეროდეს დონეზეა დარჩენილი.
კვლავ ჩვენს თვალწინ ხდება ომები, იხოცებიან უდანაშაულო ბავშვები, ნადგურდებიან ერები... და მატეო დი ჯოვანის პერსონაჟების მსგავსად, თითქოს თეატრია, ფილმია, სხვაგანაა, რადგან პირადად მათ არ ეხებათ... მხოლოდ შეშფოთებით და ემოციით იფარგლება დანარჩენი მსოფლიო.
კაცობრიობა ვერა და ვერ განვვითარდით მენტალურად ისე, რომ შევიგნოთ ერთადერთი ჭეშმარიტება - არა კაც კლა!!!
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...
1791387329
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანი...
1791385727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

























