იორდანიელები ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდილობენ (ვიდეო)
იორდანიის ტერიტორიიდან ასობით ადამიანი ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდილობს, რათა პალესტინელების მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.
ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადასვლას ცდილობენ სკანდირებენ „ჩვენ სულით და გულით შურს ვიძიებთ ალ აქსზე“ - მათ იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში მდებარე ალ აქსის მეჩეთი აქვთ მხედველობაში, სადაც ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მასიური დაბომბვა.
საპროტესტო აქციები იორდანის დედაქალაქ ამანშიც მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები იერუსალიმში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებენ და ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ.
ინფორმაციისთვის, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს. საპასუხო იერიშის შედეგად ღაზას სექტორში საერთო ჯამში 115 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ისრაელის მხრიდან 8 ადამიანია დაღუპული.
1789898056
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: გიორგი გველესიანმა ინტერვიუში საკუთარი სამშობლოს მოწყობის შესახებ აზრი გამოხატა, რითაც ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი გამოავლინა, თუმცა მას თავს ისევ ის ადამიანები დაესხნენ, რომელთაც სამშობლოს უანგარო სიყვარული ვერ წარმოუდგენიათ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ კარიერის დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ფოჩხუ...
1789895411
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მიუღებელია სპორტსმენებზე პოლიტიკური წნეხი და მათი იძულება, იმოქმედონ ვიწროპარტიული და უცხოეთიდან ანგაჟირებული აგენტურის დღის წესრიგით
ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს მორიგ ბულინგისა და კრიტიკის ტალღას, რომელიც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი გველესიანის მისამართით აგორდა. ადამიანი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით...
1789893740
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტებს ამოწმებს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ერო...
1789891021
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები
ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა. „შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელე...
1789888901
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექ...































