პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა
და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში სანადირო თოფიდან გასროლით შურისძიების მოტივით 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს
კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1761821723
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა იარაღებიდან გასროლის კადრები და ატყდა კომენტარებში ხელისუფლების გინება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები და გავარკვიე ეს ვიდეო გადაღებულია სოფელ ორსანტიაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შვილის ქორწილში
„ამ ვიდეოს, ჩემი პოსტის შემდეგ ალბათ „მთავარი არხი“ მალევე წაშლის, მაგრამ არაუშავს, სიმართლე უნდა ვთქვათ და ეს მავნებლები აუცილებლად ვამხილოთ. გუშინ ოპოზიციის პროპაგანდისტულმა „მედიამ“ გამოაქვეყნა კად...
1761821144
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ერთი მხრივ, ჩვენ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ო’სალივანისგან და მეორე მხრივ, ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის მიერ გამოგზავნილ წერილს გამოეხმაურა. „ერთი...
1761819675
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ყაზახ...
1761818670
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს თბილისის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის ორგანოთა ა...
1761818259
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ყაზახეთის მაჟილისის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ქვედა პალატის - მაჟილისის თავმჯდომარე ერლან კოშანოვს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ს...





























