"15 წლის იქნებოდა, მოტყუებით აიყვანეს სტუმრად სახლში, ჩაკეტეს და შემდეგ უფროსმა ადამიანმა გააუპატიურა. მამა არ ჰყავდა, ავადმყოფი დედა და ხნიერი ბებია ზრდიდნენ" - ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი გადაცემა "ჩემი ისტორიაში" სტუმრობის დროს ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.

"თეატრალურში რომ ჩავაბარე, მყავდა მეგობარი, ერთი წელი მოვასწარი მასთან ურთიერთობა, ძალიან ლამაზი გოგო იყო, იმდენად ლამაზი, ნიჭიერი და კარგი, სულ მიკვირდა, რატომ იყო დაკომპლექსებული და ჩაკეტილი. რამდენიმე ადამიანმა მირჩია მასთან არ მემეგობრა, “ცუდი სახელი აქვსო”. 17-18 წლის ბავშვები ვიყავით, ვერ მივხვდი რას ნიშნავს “ნუ ემეგობრები”, მსგავსი რამ არავის უთქვამს ჩემთვის.

შემდეგ გავიგე ამ გოგოს ისტორია. ალბათ, 15 წლის იქნებოდა, მოტყუებით აიყვანეს სტუმრად სახლში, ჩაკეტეს და შემდეგ უფროსმა ადამიანმა გააუპატიურა. მამა არ ჰყავდა, ავადმყოფი დედა და ხნიერი ბებია ზრდიდნენ, არავინ ჰყავდა დამცველი.

საქართველოში განათხოვრის სტატუსიც ხომ ცუდ ყოფაქცევად ითვლება. წარმოიდგინეთ მისი მდგომარეობა. მთელი უბანი დასცინოდა, ზოგს ეგონა, თუ ერთმა გააუპატიურა, მასაც ჰქონდა უფლება. ეს ბავშვი ყველაფერს მარტო იტანდა. სულ ვცდილობდი ჩემს ძმასთან და მეგობარ ბიჭებთან ეკონტაქტა, რომლებსაც მის მიმართ არანაირი ცუდი განზრახვა არ ჰქონიათ. ძალიან დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ. ჩემმა ძმამ მისი ამბავი იცოდა და როგორც მამაკაცმა, ძალიან განიცადა.

მინდოდა სცოდნოდა, რომ ვიცოდი ეს ამბავი და ყველანაირად გვერდით დავუდგებოდი. მახსოვს, კალთაში მეჯდა და ტიროდა. თან ძალიან ბედნიერი იყო, მიხვდა, რომ ვიღაც არაფრის გამო მის გვერდით არის და ძალიან უნდა მისი დახმარება. ვგრძნობდი, როგორ ფერადდებოდა… მაგრამ დრო არ მეყო, ნახევარი წელიც ამ სითბოში და ზრუნვაში რომ ყოფილიყო, მგონია, გადავატანინებდით, უბრალოდ, ვერ მოვასწარით.

მაშინ პირველად ვნახე ჩემი ახლობელი, რომელმაც თავი მოიკლა. იმ ასაკში, რა დროსაც, უნდა დაიწყოს ადამიანმა ახალი ცხოვრება, ეს იყო საშინელება. სწორედ მაშინ ვნახე, როგორ შეიძლება ადამიანი დამოკიდებულებით გარიყო, ვნახე საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც მასიურად გქოლავს, გერჩის, იმის ნაცვლად, რომ გვერდით დაგიდგეს და დაგეხმაროს. მე მიჩვეული ვიყავი, ჩემს გარშემო ყველა ყველაზე ზრუნავდა და 17 წლის ასაკში ამ სურათის დანახვა, საშინელება იყო“, – იხსენებს ნანკა კალატოზიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵13 წლის მარიტა, რომლის ტრაგიკულად გარდაცვალებამ საქართველო შეძრა, ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი იყო

🔵" ნიუ-იორკში სიბნელე, სიბინძურე, ბომჟები, გიჟები, სიცივე და, რაც მთავარია, რაღაცნაირი ცივილიზაციისგან ჩამორჩენილი სამყაროა" - თინა კანდელაკი

🔵"შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს"- სალომე ზურაბიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793605277

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...

ანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

1793604729

საზოგადოება

ცესკომ საერთაშორისო აუდიტი კვლავ წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და საერთაშორისო საკონტრო...

ცესკოს განცხადება

1793603629

ახალი ამბები

მარნეულში პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდ...

თაღლითობის ბრალდებით

1793602664

ახალი ამბები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან დაიწყო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფო...

დაწყებითი საფეხური

1793602356

მსოფლიო

საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდ...

პარიზში