“ახლა, ჩემს სახლში, ოთხი წლის მოხუცი გოგონა ცხოვრობს“ - შვილად ქცეული დედის ამბავი
დედაჩემი ჩემთან წამოვიყვანე საცხოვრებლად. სამუდამოდ. წინასწარ არ გადამიწყვეტია არაფერი, უბრალოდ ერთ დღეს, ერთი პარკით.
პარკში - კოლგოტკები, სახლის ჩუსტები წარწერით: “საუკეთესო ბებიას” (ჩემი შვილების ნაჩუქარი), თბილი ხალათი, საღამური და რატომღაც ბალიშისპირი. დედამ თვითონ ჩაალაგა ნივთები.
ახლა, ჩემს სახლში, უკვე სამი კვირაა ოთხი წლის მოხუცი გოგონა ცხოვრობს. გამხდარი, თოვლისფერი თმით, წვივებთან ჩაჩაჩული კოლგოტკებით. იგი დასეირნობს დერეფანში, თბილი ფლოსტლების ფრატუნით, კართან ჩერდება, ფეხს ფრთხილად სწევს მაღლა და არარსებულ ბარიერს აბიჯებს. დერეფანში ძაღლს უღიმის. ესმის უხილავი ადამიანების საუბრები და შემდეგ მე მიამბობს მათგან გაგონილ ახალ ამბებს. მორცხვობს და დიდხანს სძინავს. აკურატულად კვნეტს შოკოლადის ფილას (მე მუდმივად ვუტოვებ ოთახში შოკოლადს), აყოლებს ჩაის. ჭიქა ორივე ხელით უჭირავს, ერთი ხელი - უკანკალებს. საშინლად ეშინია გამხდარი თითიდან ქორწინების ბეჭდის დაკარგვის, რგოლს ხშირად ამოწმებს.
უეცრად ვხედავ როგორი მოხუცი და უმწეოა დედაჩემი. მან უბრალოდ მიუშვა საკუთარი თავი, მოდუნდა და შეწყვიტა დიდობანას თამაში. ყველა წვრილმანის ჩათვლით სრულად მომანდო თავისი სიცოცხლე. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სახლში ყოფნაა. ისე შვებით ამოისუნთქავს ქუჩიდან შემოსულს რომ მხედავს, ვცდილობ დიდი ხნით აღარ წავიდე.
და მე ისევ ვაკეთებ სადილზე წვნიანს, როგორც ბავშვების პატარაობისას ვაკეთებდი. მაგიდაზე ისევ გაჩნდა ტკბილეულით სავსე ლარნაკი.
მე რას ვგრძნობ? თავიდან საშინელი განცდა იყო. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრება უნდოდა. მესმოდა მისი. პირველად მისი ცხოვრების განმავლობაში ოთხმოცი წლისა აკეთებდა იმას, რაც თვითონ უნდოდა. ამ დაწყევლილმა ვირუსმა გატეხა დედა. ორი თვე სახლში გამოკეტილმა დაძაბულ ყოფას ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო.
ახლა, დედაჩემის ფარატინა სამყაროს მიმართ სიბრალულს, სიყვარულსა და სინაზეს ვგრძნობ. მე მშვენივრად ვიცი, რა გზით მივდივართ ორივენი და ძალიან მინდა, რომ ეს გზა მისთვის საყვარელ ქალიშვილთან ერთად ბედნიერი იყოს, სითბოსა და კომფორტში - სახლში გამომცხარი ღვეზელებითა და კატლეტებით. სხვას აღარაფერს დედასთვის მნიშვნელობა არ აქვს.
მე ახლა სახლში 83 წლის ქალიშვილი მყავს და მადლიერი ვარ ღმერთის საშუალება რომ მომცა დედის დაისი ბედნიერი გავხადო. ხოლო ჩემი შემდგომი ცხოვრება მშვიდად გავატარო, სულიერი განცდებისაგან თავისუფალმა.
დედა, გმადლობ, რომ მყავხარ,დიდხანს იყავი, გთხოვ...
ავტორი: მილა მილერი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 აირჩიეთ ბაბუაწვერა და გაიგეთ მომავალი - ეს საინტერესოა
📌 რა ეწერა პირველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც ერთმა ადამიანმა მეორეს გაუგზავნა
📌 ხელ-ფეხი ხშირად გეყინებათ? - რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეთ
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...
1792391327
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1792390681
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული
5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...































