"რა "დღესასწაულია" მაისის ნიკოლოზობა და როგორ განიცდის ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის გავლენას?!" - ისტორიკოსის განმარტება

როგორ განიცდის ქართული ეკლესია რუსული ეკლესიის გავლენას და სიმახინჯეებს, აი ერთი არც თუ პატარა დეტალი.

ისტორიის დოქტორ ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის წერილი:

"რა "დღესასწაულია" მაისის ნიკოლოზობა?

ადრე ამაზე უკვე დავწერე, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ.

მაისის ნიკოლოზობა არის კათოლიკური, უფრო ზუსტად კი -  იტალიურ-კათოლიკური დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებლებიდან მხოლოდ რუსეთის ეკლესია და, მისი 200 წლიანი გავლენით, საქართველოს ეკლესია აღნიშნავენ.

მაისის ნიკოლოზობას ბერძნები არათუ არ  დღესასწაულობენ, არამედ ამის აღნიშვნა სხვა მართლმადიდებლების მიერ, მათთვის ძნელად გასაგები და მიუღებელია და სრულიად სამართლიანადაც.

საქმე ისაა, რომ დღესასწაული ეძღვნება "წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილების მირონ-ლუკიიდან ბარში გადაყვანას".

იტალიის ქალაქ ბარის მაცხოვრებლებისთვის ეს მართლაც დღესასწაული იყო, მაგრამ წმ. ნიკოლოზის მშობლიურ ქალაქში, მირონ-ლუკიაში (დღევანდელ თურქეთში) ის არასოდეს უზეიმიათ ორი მიზეზის გამო: 1) მათ წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილები თავისი ნებით არ დაუთმიათ და 2) წმ. ნაწილებმა ადგილი იცვალა არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ კონფესიურადაც. 

მართალია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებს შორის განხეთქილებამდე (1054 წ.) ბარის ეპარქია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა და ქალაქის მაცხოვრებელთა მნიშვნელოვანი ნაწილსაც ბერძნები წარმოადგენდნენ, მაგრამ წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილები ბარიში ჩააბრძანეს 1087 წლის 9 მაისს.

ამ დროს, განხეთქილებიდან უკვე 33 წელი იყო გასული.

ახლა, ვნახოთ რა ვითარებაში მოხდა წმ. ნაწილების გადასვენება.

გადასვენების თვითმხილველთა მონათხრობით, რომელიც იტალიურ წყაროებშია შემონახული, მირონ-ლუკიის მონასტრის ბერებმა უარი განაცხადეს იტალიელებისთვის წმ. ნაწილების ნებაყოფლობით დათმობაზე, ან მის ნაცვლად რაიმე გამოსასყიდის მიღებაზე.

მაშინ, ბარის 47 მაცხოვრებელი თავს დაესხა 4 მართლმადიდებელ მონაზონს, შეკრეს ისინი, ხოლო წმ. ნაწილები გაიტაცეს.

მირონ-ლუკიის მოსახლეობა, როდესაც მათ ამის შესახებ შეიტყვეს, იარაღით ხელში დაედევნა იტალიელებს, მაგრამ ბარიელთა გემებმა მოასწრეს ზღვაში შეცურვა.

როგორც ზემოთ ვთქვი, წმ. ნიკოლოზის წმ. ნაწილები ბარიში 1087 წლის 9 მაისს ჩააბრძანეს.

ამ დროს, ბარი უკვე კათოლიკური ქალაქი იყო. პაპის მოკავშირე ნორმანებმა ჯერ კიდევ 1070 წელს დაიპყრეს ბარი და ბარის ეპისკოპოსმა ანდრიამ (1062-1078) მაშინვე შეიცვალა იურისდიქცია და კონსტანტინოპოლის ნაცვლად რომის პაპის იურისდიქციაში გადავიდა.

ანდრიას შემცვლელს ბარის კათედრაზე, ურსონს (1078-1089) პირადად პაპმა გრიგოლ  VII-მ დაასხა ხელი.

შესაბამისად, მართალია წირვა-ლოცვა ბარიში კვლავ ბერძნული რჩებოდა, მაგრამ კანონიკური დაქვემდებარებისა და დოგმატური თვალსაზრისით, ბარი მთლიანად რომს დაუკავშირდა.

წმინდა ნაწილების გადასვენების დღესასწაული ოფიციალურად დააწესა პაპმა ურბანმა 1090 წელს, რომელიც იმ დროს ბარიში იმყოფებოდა ნორმანი ჰერცოგების მოწვევით, ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად.

მოგეხსენებათ, იმ დროს, კონსტანტინოპოლთან განხეთქილებაში მყოფი რომი აქტიურად ცდილობდა სხვა მართლმადიდებელ ხალხებთან უნიის დამყარებას, პირველ რიგში კი რუსებთან. მათი გულის მოსაგებად პაპმა წმ. ნაწილების მცირე ნაწილი რუსებს გაუგზავნა.

მზარდი პოლიტიკური ამბიციების ფონზე, მაშინ ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მყოფმა რუსეთის ეკლესიამ, სიხარულით მიიღო პაპის ძღვენი და ბარიში გადასვენების დღესასწაულიც დააწესა.

პირველად, მაისის ნიკოლოზობის დღესასწაულის აღნიშვნა რუსულ ეკლესიაში დადასტურებულია 1092 წელს.

1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებისა და მისი რუსულ ეკლესიასთან ძალადობრივი გაერთიანების შემდეგ, ჩვენთან, რუსული ტიპიკონი დამკვიდრდა, მათ შორის კალენდარულ-ეორტოლოგიურ ნაწილშიც.

იმ დროიდან მოდის საქართველოში მაისის ნიკოლოზობის აღნიშვნაც.

ამას ამტკიცებს შენიშვნაც 1865 წელს გამოცემული ქართული სადღესასწაულოდან მაისის ნიკოლოზობის "დღესასწაულზე": "საუწყებელ არს, ვითარმედ დღესა ამას მაისსა თ (9), დღესასწაულობს დიდი ეკკლესია როსსიისა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლაოს მირონ-ლუკიის არხიეპისკოპოსისა და საკვირუელთმოქმედისა აღმოხმასა ნაწილთასა მირონ ლუკიით და დადებასა იტალიასა შინა ქალაქსა ბარს, არამედ ეკკლესია საბერძნეთისა არა რაჲსა ჴსენებასა ამისსა აღასრულებს, ვითარ-იგი არცა ეკკლესია ქართუელთა, და ამისთჳს აკოლოთია მისი არ გარდმოვიღე ჩვენსა ზედა ჴმასა რუსულისაგან, ხოლო უკეთუ ვისმე ჰნებავს დღესასწაულობად, დეკემბერს ვ (6) დღესა ვითარცა წერილ არს წმიდათაგან მამათა, იგი აკოლოთია იჴმაროს მან" (სტილი და ორთოგრაფია დაცულია).

ხომ არ გვეფიქრა ძველ კალენდარულ საწყისებზე დაბრუნება ამ ნაწილში და უარი გვეთქვა საეჭვო ვითარებაში დამკვიდრებულ რუსულ ტრადიციაზე?

მგონი ღირს ამაზე დაფიქრება.

წმინდა ნიკოლოზი კი ყოველდღე შეეწევა საქართველოს, როდესაც მის წინაშე ვილოცებთ.

P.S. შიო მღვიმელის ხსენების დღეს გილოცავთ!"

ასევე დაგაინტერესებთ:

📍ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20-მდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა

📍ეს ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ! - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748629545

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...

შალვა პაპუაშვილი

1748628798

ახალი ამბები

ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...

ნინო წილოსანი

1748626553

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“:​ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ

„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1748624913

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“,...

თეა წულუკიანი

1748623284

ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს

„დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდე...

ზოგადი