რა დროს მთავრდება მწერის ნაკბენი სიკვდილით - რა უნდა გვქონდეს "საზაფხულო აფთიაქში"
ფუტკრის, კრაზანის თუ ბზიკის ნაკბენი ხშირად ალერგიულ შოკს იწვევს, რაც შესაძლოა სიკვდილითაც დამთავრდეს და ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში ზაფხულის დადგომისთანავე დაფიქსირდა.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ არსებობს საშუალებები, რითაც შეგვიძლია სიცოცხლე მწერის ნაკბენს არ შევწიროთ.
"ზაფხულის პერიოდი გამოირჩევა ინსექტური ალერგიით, რომელიც მწერების ნაკბენის მიმართ ალერგიას ნიშნავს. ინსექტური ალერგია ახასიათებს ისეთი მწერების ნაკბენს, როგორიც არის ფუტკარი, ბზიკი, ნესტრიანი ჭიანჭველა და კრაზანა.
ყველაზე გავრცელებული, რომელსაც ძლიერი ალერგია ახლავს, გახლავთ ფუტკრის ნაკბენი.
თუ ფუტკარმა არ იგრძნო ჩვენგან აგრესია, ფეხი თუ არ დავაბიჯეთ, თავს თუ არ დავესხით, ის ადამიანს არ ავნებს. იმ შემთხვევაში, თუ ფუტკარმა ჩვენ აღგვიქვა, როგორც საფრთხე და გვიკბინა, ესე იგი, მისი ნესტარი, რომელიც ჩვენს კანში მოხვდა, მოსცილდა და ის მოკვდა. ნესტარი რჩება იმ ადგილას, სადაც ნაკბენია და იქიდან ფუტკრის შხამი ჩვენს სხეულში ვრცელდება. ამ დროს, კბენიდან დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში, რაიმე ბასრი საგნის წრიული მოძრაობით უნდა ამოვაგდოთ ის ნესტარი, რადგან, სხვა შემთხვევაში, შხამის გავრცელება კიდევ უფრო გაიზრდება და ასევე, - გაიზრდება ალერგიის განვითარების რისკიც. ასე რომ, ნესტარის მოცილება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. როდესაც ნესტარი ამოვარდება, იმ ადგილას რაიმე ცივი უნდა დავიდოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
რაც შეეხება კრაზანას, მას უფრო მეტი აგრესია ახასიათებს.
ის ადამიანის სახლთან ახლოს იკეთებს ბუდეს. შენობის ჭერს, ფანჯრებს ირჩევენ ზამთრის გასატარებლად და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომელსაც ადამიანი ტოვებს. ეს არის ხილი, სხვადასხვა სასმელი... როდესაც ვტოვებთ ხილის ნარჩენს, ტკბილსასმელიან ბოთლებს და ა.შ. ბზიკი და კრაზანა უფრო მეტი მოდის ჩვენკენ. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კრაზანას შეუძლია გვიკბინოს, შხამი ჩატოვოს ჩვენს ორგანიზმში, ანუ დაგვნესტროს და გააგრძელოს ცხოვრება. მრავალჯერად შეიძლება გვიკბინოს ერთმა ბზიკმა და კრაზანამ, რადგან მათ არ სცილდებათ ნესტარი და ამით განსხვავდება კრაზანასა და ბზიკის ნაკბენი ფუტკრისგან.
როგორც უნდა მივხვდეთ, რომ რომელიმე მწერების ნაკბენზე ალერგია გვაქვს?
ნორმალურია, როცა მცირე ლოკალური რეაქცია აქვს ჩვენს კანს - ოდნავ წითლდება ნაკბენი ადგილი. ეს შეიძლება იყოს 3 ან 8 მილიმეტრი. ანუ, თუ სიწითლე დიდად არ გასცილდა ნაკბენ უბანს, ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა ტოქსინის შეყვანაზე და არ ნიშნავს, რომ ალერგია გვაქვს. თუ მაგალითად, კიდურზე გვიკბინა და რამდენიმე წუთის მერე მთელი ხელი მოიცვა სიწითლემ, ვგრძნობთ, რომ მოძრაობს ეს შეშუპდა და თვალსა და ხელს შუა დიდდება, ამას უკვე სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქვია და სწრაფ და დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.
გენერალიზებული რეაქციების, ანაფილაქსიური შოკის რისკი ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს აქვთ. ის ადამიანთა პოპულაციის 0,5%-ს არ აღემატება. 1 000-დან 5-ს თუ დაემართება გენერალიზებული რეაქციის რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ ერთდროულად ბევრმა მწერმა გვიკბინა. ამ დროს ადამიანს ნაკბენიდან რამდენიმე წუთში შეიძლება დაეწყოს მთელი სხეულის ქავილი. ასევე იწყება სხეულის ნებისმიერ, ნაკბენისგან მოცილებულ უბანზე ჭინჭრის ციება ანუ გამონაყარი, მთელი სხეულის კანზე სრული, გენერალიზებული გაწითლება მიდის... ამავე დროს შეიძლება პაციენტმა იგრძნოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, მუცლის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება, გაუძლიერდეს გულისცემა, ანუ გული აუფრიალდეს. შესაძლოა ასევე, რომ ამ მოვლენებისა და წნევის ვარდნის გამო, ადამიანს გონებაც დაეკარგოს.
ეს არის ანაფილაქსიური შოკი.
ყველას, ვინც ქალაქიდან გასვლას გეგმავს, სადაც მაღალი ალბათობაა მწერებთან შეხვედრისა, ვურჩევ, მომზადებული იყოს. ყველამ უნდა შეეცადოს, ექიმს ჰკითხოს, რა წამალი წაიღოს და რა დოზით გამოიყენოს. ბავშვებისთვისაც მათი ასაკისა და წონის მიხედვით უნდა მოინიშნონ წამლის დოზა. ამ რეკომენდაციის გაცემა ოჯახის ექიმსაც შეუძლია.
თუ ვამჩნევთ, რომ გენერალიზირებულ რეაქციასთან გვაქვს საქმე, სწრაფად უნდა მოვახდინოთ ანტიალერგიული პრეპარატის ორმაგი დოზის მიცემა. ჩვენს პირად აფთიაქში ასევე აუცილებლად უნდა გვქონდეს სტეროიდის შემცველი რომელიმე ამპულა. ჩვენს ქვეყანაში ძირითადად მაინც დექსამეტაზონის ამპულაა ცნობილი. ეს ამ პრეპარატის საერთაშორისო სახელია. სოფელში ვინც ცხოვრობს, მათაც მუდმივად უნდა ჰქონდეთ ეს პრეპარატები.
საქართველოში სამწუხაროდ არ იყიდება ადრენალინის აუტოინექტორი, რომელიც მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიულებმა თან უნდა ატარონ. ამ აუტოინექტორის უპირატესობა ის გახლავთ, რომ თავად შეუძლია პაციენტს გაიკეთოს და დრო არ დაკარგოს. მისი საბაზრო ღირებულება ევროპაში 80 ევროა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მითხრა, იქ 830 დოლარი ღირს ერთი კალმისტარი და იქნებ საქართველოში ვიშოვო იაფადო. იქ ამ პრეპარატს დაზღვევა არ აფინანსებს და ის ამერიკელისთვისაც ფუფუნებაა.
შოკში აგდებს ფუტკრის, კრაზანის და ბზიკის შხამი. აბებს ვასმევთ, ამპულებს ვუკეთებთ, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძლიერი რეაქციის დროს, ოჯახის რომელიმე წევრმა მაშინვე სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს უნდა დაურეკოს.
თუ კიდურზეა დაკბენა, სანამ სასწრაფო მოვა, შეიძლება ლახტის დადება, რომელიც 3 წუთი უნდა გავაჩეროთ და 5 წუთით შევასვენოთ. ისე, როგორც გველის ნაკბენზეა, რომ ეს შხამი არ წავიდეს სისტემურ მოქმედებაში, მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ კიდურის განგრენა გამოვიწვიოთ. თუ სისტემურ რეაქციას ვატყობთ, უნდა წამოვაწვინოთ და ფეხები თავთან შედარებით ცოტა მაღლა უნდა ავუწიოთ.
ჩამოგითვლით ასევე პრევენციულ მეთოდებს, რომ ფუტკრის თუ კრაზანას კბენა თავიდან ავიცილოთ და ისინი მტრად არ ვიქციოთ:
⭕ არ ვიაროთ ფეხშიშველი და ღია ფეხსაცმელებით ბალახებსა და მინდორში;
⭕ თუ ვატყობთ, მწერები ჩვენკენ მოდიან, არ გავაკეთოთ მკვეთრი მოძრაობები. გაქცევა მათ უფრო მეტად აგრესიულს ხდის და ხელის მოქნევა, ბევრად უარესია. ამიტომ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ;
⭕ თუ მწერებთან შეხვედრა გიწევთ, არ მოიხმაროთ მძაფრი სუნის მქონე სუნამოები, დეზოდორანტები, ლოსიონები, რადგან ეს სუნი იზიდავს მწერებს;
⭕ არ ატაროთ ღია ფერის და, განსაკუთრებით, ყვავილებიანი სამოსი, რადგან ეს მწერებს იზიდავს, მოეჩვენებათ რომ თქვენ ყვავილი ხართ;
⭕ მოერიდეთ გარეთ კვებას, არ დატოვოთ განსაკუთრებით ტკბილი საკვების ნარჩენები. როცა ხილს გათლით, მოათავსეთ ცელოფნის პარკში და სწრაფად მოაშორეთ იმ ადგილს, სადაც იმყოფებით;
⭕ დამცავი ბადეები გააკეთეთ კარსა თუ ფანჯრებზე;
⭕ გაჩერებული მანქანა კარგად დაათვალიერეთ შიგნიდან და ისე ჩასხედით, რადგან ამ მწერებს უყვართ ფანჯარაჩამოწეულ ავტომანქანაში შეძრომა და დახურულ სივრცეში დაკბენის ალბათობაც დიდია", - აცხადებს კულუმბეგოვი.
1766041316
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყურო, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არია...
1766040186
ახალი ამბები„ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის...
1766038942
ახალი ამბებისერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტ...
1766038563
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა
„აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა და სხვათა შორის,...
1766005045
საზოგადოებათეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რო...






























