როგორ გახდა 104 წლის ექიმი 9 ათასი ბავშვის მამა - დაუჯერებელი ისტორია

ფილიპ პევენი გინეკოლოგიურ კლინიკაში 40 წელია მუშაობს. მასთან პაციენტებს არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ, პირიქით, ათასობით ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და სწორი მკურნალობა სჭირდებოდა, მისი მადლიერი იყო. თუმცა, ყველაფერი არ არის...

ფილიპ პევენი იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც ბუნებრივად ვერ ორსულდებოდნენ, დონორ სპერმას იყენებდა. ახალგაზრდა დედებს ნანატრი ოცნება უსრულდებოდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ექიმი დონორ სპერმას თავისით ცვლიდა და ხშირად დედებმა არც კი იცოდნენ, ვინ იყო მათი შვილის ბიოლოგიური მამა.

სიმართლე შემთხვევით გაირკვა. ერთ დღეს, 60 წლის ქალმა, სახელად ჯეიმი ჰოლმა, გადაწყვიტა გენეტიკური ტესტის ჩაეტარებინა და სპეციალური სერვისის გამოყენებითა და დნმ-ის პასუხის მიხედვით, ძმები და დები ეპოვა. ქალმა იცოდა, რომ მისი ბიოლოგიური მამა ოჯახის მეგობარი იყო - მამაკაცი, რომელმაც ის გაზარდა, უნაყოფო გახლდათ. მაგრამ, ტესტმა საოცარი რამ აჩვენა. ქალმა აღმოაჩინა, რომ სულ მცირე რამდენიმე ასეული და-ძმა ჰყავდა, რომლებიც ერთსა და იმავე კლინიკაში გაჩნდნენ და რომელთა ექიმიც ფილიპ პევენი იყო. შემდეგ ჯეიმმა საიტზე ექიმი პევენის ბიოლოგიური შვილიშვილი იპოვა და აღმოჩნდა, რომ მათი დნმ ემთხვევა. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლებოდა მომხდარიყო - სწორედ პევენი იყო ჯეიმის და მისი მრავალი და-ძმის ბიოლოგიური მამა.

ჯეიმი ჰოლი 

"ჩემს მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ექიმმა პევენმა დონორი სპერმა თავისით შეცვალა. დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ოჯახის მეგობრის დახმარებით გააკეთეს." - ამბობს ჰოლი.

ერთი წლის განმავლობაში ჯეიმი საკუთარ ისტორიას იკვლევდა და ძმებისა და დების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა აღმოაჩინა. ქალმა 9 ათასი დედმამიშვილი იპოვა.

"მან აღიარა, რომ ყველა ეს ქალი საკუთარი სპერმით გაანაყოფიერა. როდესაც ვკითხე, რატომ შეცვალა დონორი სპერმა თავისით, მითხრა, რომ დონორებს შემოწმება არ გაუვლიათ და ჯანმრთელობის გარანტიას ვერავინ მისცემდა. მან და კიდევ რამდენიმე ექიმმა, რომლებმაც ასევე სპერმა გასცეს, ყველა საჭირო ტესტი გაიარეს."- თქვა ჯეიმმა. იმის გათვალისწინებით, რომ მათი შეხვედრის დროს ექიმი უკვე 104 წლის იყო, მისი ჯანმრთელობა მართლაც საკმაოდ მყარად და შესანიშნავად გამოიყურებოდა.

"არ მაქვს სიძულვილის განცდა ექიმი პევენის მიმართ. ის რომ არა, მე არ დავიბადებოდი. მაგრამ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს. ჩვენ ერთ მხარეში ვცხოვრობთ და შესაძლოა, ადამიანები ერთმანეთზე ისე დაქორწინდნენ, რომ არაფერი იცოდნენ." - აღნიშნავს ჯეიმი. ქალი ასევე ამბობს, რომ ექიმმა ეს ყველაფერი მეთოდის ინოვაციურობის გამოცდისა და გამოცდილების მიღების გამო გააკეთა.

დონორი-მამები, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი შვილი ჰყავთ:

ბერთოლდ ვისნერი - ბრიტანელი ბიოლოგი, რეპროდუქციული მედიცინის კლინიკის დამფუძნებელი, რომელსაც, სავარაუდოდ, 600-მდე შვილი ჰყავს.

მატეო ვალესი - "მარტოხელა მამაკაცის" ამერიკული ვერსიის ვარსკვლავი, არის სპერმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დონორი შეერთებულ შტატებში. მისი თქმით, მას უკვე 114 შვილი ჰყავს.

ჯო დონორი - ანონიმური დონორი აცხადებს, რომ 150 შვილი ჰყავს.

უინსტონ ბლექმორი - 64 წლის მამაკაცს 27 ცოლისგან 151 შვილი ჰყავს.

სესილ ჯეიკობსი - ექიმი-რეპროდუქტოლოგია. ითვლება, რომ იგი 75 ბავშვის ბიოლოგიური მამაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 15 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

წყარო:mshoblebi.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782227798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ

„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...

ლევან მაჭავარიანი

1782225791

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1782225577

ახალი ამბები

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   საკითხზე მომხსენ...

მაია ბითაძე

1782225450

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა

„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1782225209

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედა...

ლევან ჟორჟოლიანი