"საქართველოშია თამარ მეფის საფლავი, მყუდრო ეკლესიის ეზოში.... ის მოწამლეს" - ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველება
ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი მორიგი 2008 წლის ივნისით დათარიღებული წინასარმეტყველება ქვეყნდება.
ლელა კაკულია: თამარ მეფის საფლავს ვიპოვით
ინტერვიუ არქივიდან
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, 2008 წლის ივნისი
— ქალბატონო ლელა, ამას წინათ ერთ-ერთმა ქართულმა სააგენტომ ერთი ძველი, მსოფლიო დონის პოლიტიკოსის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ის სიტყვა-სიტყვით ამბობს შემდეგს: „უახლოეს მომავალში ჩეჩნები გააქტიურდებიან; საქართველოს ხელისუფლებამ ჩეჩნების გააქტიურება თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და აფხაზეთი დაიბრუნოს, რადგან ამ დროისთვის რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლება…“
ვერაფერს იტყვი, კარგად დაუმახსოვრებია თქვენი 1992 წელს ჩაწერილი და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველება. რამდენადაც ვიცი, უშუალოდაც არაერთხელ აქვს თქვენგან ეს სიტყვები მოსმენილი ამ პოლიტიკოსს.
— ხომ იცი, მიჩვეული ვარ, რომ ჩემს წინასწარმეტყველებებს ბევრნი ითვისებენ? თუმცა, ღვთის წყალობით, ხალხი ზუსტად ხვდება, სინამდვილეში ვის ეკუთვნის ეს სიტყვები. საზოგადოება იმდენად გაანათლა პოლიტიკურმა და სოციალურმა გაჭირვებამ, რომ ისინი აღარ ტყუვდებიან. მათ კარგად იციან, ასე ვთქვათ, „საიდან იზრდება ფეხები“.
მითვისებით კი, კარგად იცი, მხოლოდ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები არ ითვისებენ ჩემს წინასწარმეტყველებებს; ამ საქმიანობაში ძალიან კარგად გაიწაფნენ ცრუფენომენები, შარლატანები. ვურჩევ მათ, დადუმდნენ! იმდენი სისულელე მესმის, უკვე აღარც მეცინება.
— ერთ პოლიტიკოსს მაინც წამოსცდეს თქვენი სახელი, ერთმა მაინც თქვას, ლელა კაკულიამ ბრძანა და მჯერა, რომ ასე იქნებაო…
— სიმართლე გითხრათ, ხანდახან გული კი მწყდება მათ საქციელზე, მაგრამ მაინც არ ვარ წინააღმდეგი. იქნებ ტვინი გაანძრიონ და ჩემი საქართველოსა და ჩემი ხალხის სასიკეთოდ შეატრიალონ ქართული პოლიტიკა. ოღონდ ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენონ უფლის სიტყვა და არას დავეძებ.
- ქალბატონო ლელა, რას გვეტყვით, დღევანდელი ქართული სახელმწიფო დროშა კიდევ შეიცვლება ოდესმე?
— დიახ, შეიცვლება, თანაც ორჯერ.
— თქვენ როგორი დროშა მოგეწონებოდათ?
— ქართულ დროშას დაამშვენებდა თამარ მეფისეული სიმბოლიკა.
— რახან თამარ მეფე ახსენეთ, ბარემ ჩემი დიდი ხნის ჩანაფიქრსაც განვახორციელებ. მინდა გკითხოთ, თუ გვეტყვით, სად არის დაკრძალული მეფე თამარი და ოდესმე თუ ვიპოვით მის საფლავს, რომლის თაობაზეც არაერთი ლეგენდაა შექმნილი.
— თამარის საფლავთან დაკავშირებული ყველა ისტორია მართლაც ლეგენდაა. ის არ დაუკრძალავთ ისე, როგორც ამას ეს ლეგენდები გვეუბნება, ანუ არ ყოფილა არავითარი ოქროსა და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი კუბო. იგი დაიკრძალა ძალზე სადად, ისე, როგორც ქართველ მეფე ქალს შეეფერებოდა. თუ მიზეზიც გაინტერესებთ თამარის გარდაცვალებისა, გეტყვით, რომ ის მოწამლეს. რაც შეეხება განსასვენებელ ადგილს, ვხედავ, ეს არის მთიანი ადგილი, მყუდრო ეკლესიის ეზო და ჩვენ მის საფლავს აუცილებლად ვიპოვით.
— საქართველოშია ეს ეკლესია?
— დიახ, საქართველოშია…
1766041316
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმეს აინტერესებს, როგორ გამოიყურება ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას უნდა უყურო, დისკუსიის ნაცვლად - ზიზღი, ფაქტების ნაცვლად - ტყუილის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტის გუშინდელ სხდომას ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს აღარ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები არია...
1766040186
ახალი ამბები„ბრალდებული მარნეულში ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკურად გაუსწორდა თანმხლებ პირს, რომელსაც მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება და მიიმალა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის...
1766038942
ახალი ამბებისერბეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტ...
1766038563
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი - აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა
„აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა და სხვათა შორის,...
1766005045
საზოგადოებათეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რო...






























