სასწაულმოქმედი საფლავი კუკიაზე - ვინ იყო მჯდომარე ანასტასია, რომელიც ტრაგიკულმა სიყვარულმა სალოსად აქცია და სიკვდილის შემდეგ მრავალი უშვილო წყვილი გააბედნიერა

კუკიის სასაფლაოზე ერთი გამორჩეული საფლავია - იქ მჯდომარე ანასტასია განისვენებს.

ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს, თან ვაშლები მიაქვთ - ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი სწორედ წითელი ვაშლით განკურნა.

ანასტასია ნიკიშევას შესახებ ცნობები მწირია.  თუმცა ცნობილია, რომ მისი მშობლები თბილისში საცხოვრებლად სანქტ-პეტერბურგიდან გადმოვიდნენ.

იგი 1884 წელს დაიბადა და 84 წლის ასაკში, 1970 წელს გარდაიცვალა.

19 წლიდან კი 65 წელი მჯდომარემ გაატარა.

მიზეზი კი, გახლავთ ტრაგიკული სიყვარული, რომელმაც გადმოცემის თანახმად დედა ანასტასია სალოსად აქცია.

დედა ანასტასია თბილისში, ახლანდელი ნაძალადევის რაიონში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.

დედა 3 წლის ასაკში გარდაეცვალა, მამამ კი მეორე ცოლი შეირთო და მისგან ორი შვილი ეყოლა.

დაახლოებით 19 წლის ასაკში ანასტასიას ჰყოლია საქმრო, რომელიც გვარდიის ოფიცერი გახლდათ.

სწორედ სიყვარულის ტრაგიკული ისტორიით დაიწყო ანასტასიას სასწაულებრივი ცხოვრება.

ერთ დღეს ანასტასიასთან მისი საქმრო მისულა ხელის სათხოვნელად, თუმცა ის ტაძარში იყო და დედინაცვალს უთქვამს, ანასტასია გაგიჟდა და საგიჟეთში წაიყვანესო.

ოფიცერს იარაღი ამოუღია და იქვე მოუკლავს თავი.

შინ დაბრუნებული ანასტასია, საზარელი ამბის შემყურე, მიწაზე მუხლებით დაცემულა და მას შემდეგ 65 წელი ასეთ მდგომარეობაში გაატარა ლოცვებით, რათა შეყვარებულის თვითმკვლელობის ცოდვა გამოესყიდა.

ამ ფაქტის გამო, მოგვიანებით, ხალხმა მას მჯდომარე ანასტასია შეარქვა.

მუხლებზე მდგომ ანასტასიას დედინაცვალი საშინლად ექცეოდა, ზამთარში ღია ცის ქვეშ მყოფს წყალს გადაასხამდა ხოლმე.

ერთადერთი პატრონი მისი დისშვილი გიორგი იყო, რომელიც იხსენებს, რომ ანასტასიას წინასწარმეტყველებისა და სასწაულების მოხდენის ძალა გააჩნდა.

მასთან ხშირად მოდიოდნენ განსაცდელში მყოფი ადამიანები და შეწევნას ითხოვდნენ.

ხშირი იყო სასწაულები, განკურნებულან უიმედო ავადმყოფები.

დედა ანასტასიას სტუმრებს შორის მაშინდელი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები და მათი ახლობლებიც იყვნენ, მათ შორის ვასილ მჟავანაძე და ლავრენტი ბერიას დედა.

65 წლის განმავლობაში მუხლებზე მდგარ ანასტასიას ბარძაყის ძვალი წვივს შეეზარდა.

ამის გამო, გარდაცვალების შემდეგ ის მჯდომარე მდგომარეობაში დაასაფლავეს.

ანასტასია გარდაიცვალა 1970 წლის 7 ივნისს 84 წლის ასაკში, თუმცა მასთან დაკავშირებული სასწაულები არ დასრულებულა, მის საფლავს დღესაც უამრავი ადამიანი სტუმრობს შეწევნის სათხოვნელად და სასწაულებიც მრავლად ხდება.

მის საფლავს ეროვნებით ქურთი, ბატონი რამაზი უვლის, რომელიც ამბობს, რომ ამდენი სასწაულების შემხედვარე, ის და მთელი მისი ოჯახი მართლმადიდებლებად მოინათლნენ.

დედა ანასტასიას ძალიან ჰყვარებია წითელი ვაშლები და მსხლის ლიმონათი, ამიტომ მის საფლავზე მისულებს ხშირად მიაქვთ ისინი, ლოცულობენ, ზეთს იცხებენ, სურვილს ჩაუთქვამენ და ვაშლს მიირთმევენ.

მრავალი ადამიანი ადასტურებს ისეთ სასწაულებს, როგორიცაა უიმედო სნეულების დამარცხება, უშვილობის პრობლემის მოგვარება, ნარკომანიის დაძლევა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"ანტიბიოტიკის გამოყენების შემდეგ/პარალელურად ჭკვიანურია პრობიოტიკების მიღება" - რა უნდა იცოდეთ ნაწლავზე და ტვინის კავშირზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791381935

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...

ირაკლი კობახიძე

1791380679

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

ირაკლი კობახიძე

1791380010

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...

ზაალ მიქელაძე