წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს, იქნება ორი მზე და ორი მთვარე, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე, ქრისტეს რელიგია ყველა დროს გაუძლებს, თუმცა, ქრისტიანები გამოქვაბულებში იცხოვრებენ - რანო ნეროს წინასწარმეტყველებები

რანო ნერო (დაახლოებით XIV-XV საუკუნე) ფრანგი ასტროლოგი და წინასწარმეტყველი. მისი ნამდვილი სახელია ფედერიკო მარტელი (რანო ნერო „შავ ობობას“ ნიშნავს). ის სხვადასხვა დროს ცხოვრობდა იტალიასა (ფლორენციაში) და საფრანგეთში. მან ნოტრადამუსამდე თითქმის ერთი საუკუნით ადრე იწინასწარმეტყველა დედამიწის მომავალი. ბოლონიის ერთ-ერთ მონასტერში აღმოჩენილი იქნა ხელნაწერები, რომელთა რადიოიზოტოპურმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ეს ტრაქტატები დაწერილი იყო არა უგვიანეს XVI საუკუნისა. 1981 და 1984 წ.წ. იტალიაში გამოიცა ბ. ბაშერის 800 - გვერდიანი წიგნი, რომელიც მთლიანად ნეროს წინასწარმეტყველებებსა და მის კომენტარებს უკავია. მისი ძირითადი ნაშრომს „მუდმივი წიგნი“ ჰქვია. მასში თითქმის დეტალურადაა გადმოცემული დედამიწის მომავალი. არის მოსაზრება, რომ ნოსტრადამუსიც იყენებდა მაშინ ჯერ კიდევ უცნობ ნეროს ხელნაწერს. ნაროს წინასწარმეტყველები ყველაზე ზუსტი და მკაფიოა. მაგალითად, ნერო სტალინს მთებიდან მოსულ კაცს უწოდებს, რომელიც პირიდან კვამლს უშვებს (ნეროს დროს ევროპაში თამბაქო ჯერ კიდევ არ არსებობდა). დეტალურად აღწერს ყოფილ რომის პაპ იოანე-პავლე II-ზე თავდასხმის დეტალებს. ის რომის პაპს „ორ მოციქულს“ უწოდებს (მართლაც, პაპს ორი მოციქულის სახელი ერქვა -  იოანე და პავლე). ნოსტრადამუსისგან განსხვავებით ნერო დედამიწის მომავლის ორ გზას „ხედავს“ - როგორც კოსმოსურ კატასტროფას, ისე „ოქროს საუკუნეს“, ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ისწავლიან საკუთარ თავში „ბოროტების ბუზის“ დაჭერას (აქედან მოდის ნეროს ფსევდონიმი - „შავი ობობა“, რომელიც ბოროტების ბუზს იჭერს).

• იქნება მუდმივი ბრძოლა სამ დიდ რელიგიას შორის -  ეს იქნება ქრისტეს რელიგია, მწვანე რელიგია და მზის რელიგია (მწვანე მთვარის ფერად ითვლება, მთვარე კი ისლამის სიმბოლოა, რაც შეეხება მზის რელიგიას, ის ზოროასტრიზმია, რომელიც სავარაუდოდ XXI საუკუნეში ისევ აღორძინდება).

• ქრისტეს რელიგია ყველა დროს გაუძლებს, თუმცა, დადგება ხანი, როდესაც ქრისტიანები გამოქვაბულებში იცხოვრებენ (ამ წინასწარმეტყველებას თარიღი არ ახლავს, ამიტომ, ძნელია ივარაუდო, როდის გაუჭირდება ქრისტიანობას).

• მწვანე რელიგიას კეთილი ანგელოზი არ ჰყავს, ამიტომ, ის ნელ-ნელა დაიკარგება (აღსანიშნავია, რომ ისლამის გაქრობას ალბერტ დიდი და ნოსტრადამუსიც გვამცნობენ).

• XXI საუკუნეში მზისა და ცეცხლის რელიგია უმაღლეს დიდებას მიაღწევს, ის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანაში - ჰიპებორეაში ახალ ხარისხში გამოავლინდება. მისი ადგილი იქნება ერის მწვანე კუნძულზე(?) მთავარ ტაძარში (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველება რუსეთსა და ზოროასტრიზმის შესაძლო აყვავებას ეხება, თუმცა, რამდენად ახდება ეს ყოველივე, მომავალი გვიჩვენებს).

• XX საუკუნის დასასრულს ბევრი  „თეთრი ადამიანი“ ილოცებს სატანის სახელზე. ის დაიწყება „ახალ მიწაზე“ 1925 წელს და შემდგომ გავრცელდება ტარტარიაში. სატანის რელიგიას დაამარცხებს მზის რელიგია (მართლაც პირველი სატანისტური ტაძარი აშშ-ში გაჩნდა. ნერო ტარტარიას რუსეთს უწოდებს, მართლაც დღესდღეობით რუსეთში უამრავი სატანისტური სექტა, ოკულტური მიმდინარეობა და მაგიური სკოლებია. ამ წინასწარმეტყველებაში მზის რელიგია თუ ზოროასტრიზმია, მაშინ ის სატანიზმს დაამარცხებს).

• სატანის რელიგია ბევრი ხალხის დამონებას მოახერხებს, ის დაეუფლება არა მარტო ადამიანების სხეულს, არამედ სულსაც(!!!).

• 1981 წელს გამოჩნდება ახალი, საშინელი ავადმყოფობა, რომელიც უამრავს ადამიანს შეიწირავს (ეს წინასწარმეტყველება ეხება შიდს-ს, რომელიც სწორედ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გამოჩნდა).

• მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში გამოჩნდება „შავი ავადმყოფობა“, რომელიც დედამიწის მოსახლეობის მესამედს დაავადმყოფებს. მსგავსი ავადმყოფობა იქნება ხუთი, თუმცა, ერთი მათგანი სიკეთესაც კი მოიტანს (სავარაუდოდ ეს წინასწარმეტყველებაც შიდს-ს, შავი ფერი კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ის პირველად „შავ კონტინენტზე“ - აფრიკაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ხუთს ავადმყოფობას, ალბათ შიდს-ი პირველია, თუ „ქათმის გრიპს“ მეორედ ჩავთვლით, მაშინ კიდევ სამს უნდა ველოდოთ).

• XX საუკუნის 90-იან წლებში გაძლიერდება „სამხრეთის ხალხი“. ისინი იქნებიან ძალიან ძლიერები და იქნებიან უამრავნი. ამ ქვეყანაში დამყარდება დიქტატურა და შეძლებს მსოფლიოს „შესრუტვას“ (ნერო ალბათ ჩინეთზე საუბრობს, თუმცა, ჩინეთი უფრო აღმოსავლეთია, ვიდრე სამხრეთი. „შესრუტვაში“ კი ალბათ „ჩინური კვარტლები“ იგულისხმება, რომლებიც მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქშია).

• დედამიწაზე შემცირდება მოსახლეობა. ძალიან შემცირდება საფრანგეთისა და ესპანეთის მოსახლეობა. გაქრება ტარქია და სკანდინავია, ტარტარია არ გაქრება (ტარქია ეს თურქეთია. სხვათა შორის თურქეთის პრობლემებზე სხვა წინასწარმეტყველებიც საუბრობენ. სკანდინავიას რა საშიშროება დაემუქრება ნერო ამის შესახებ არაფერს ამბობს. ტარტარია კი რუსეთია, ალბათ რუსეთის გეოპოლიტიკური რეორგანიზაცია მოხდება).

• ზეცაზე იქნება ორი მზე და ორი მთვარე და აღარ იქნება ღამე. ეს იქნება ჯოჯოხეთი. დედამიწაზე შეუძლებელი იქნება ცხოვრება, მხოლოდ მთებში, ჰაერში და მიწისქვეშ იქნება შესაძლებელი სიცოცხლე. ააშენებენ რვა მიწისქვეშა ქალაქს. ბევრი ადამიანი დაბრმავდება ორი მზის შუქის გამო (ფრიად საშიში და მოულოდნელი წინასწარმეტყველებაა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. სხვათა შორის „ხელოვნურ მზეზე“  ნოსტრადამუსიც საუბრობს, ოღონდ ის მიუთითებს დროზეც, ეს 2400 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი).

• როდესაც ადამიანები ცაზე დაინახავენ ორ მზესა და ორ მთვარეს, მაშინ დაიბადება ანტიქრისტე  -  ეს იქნება სატანა, რომელიც იჯდება სამთავიან ცხენზე (უნდა აღინიშნოს, რომ ზეადამიანების დაბადებისას უცნაურ ასტრონომიულ მოვლენებს ხშირად აქვს ადგილი. იგივე ძველსპარსულ რელიგიური ტრაქტატი „ავესტა“  მოგვითხრობს, როდესაც დიადი მესია თაუმინი (მეორე ვერსიით ზარათუშტრა) იშვა, ცაზე ორი მზე იყო. ქართული მითოლოგიის თანახმად ორი მზე ანათებდა ხოგაის მინდიას დაბადების დროსაც. გავიხსენოთ ”აღმოსავლეთის ვარსკვლავის“  ნათება ქრისტე დაბადების მომენტში. ასე რომ, ანტიქრისტე არ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი და სრულიად შესაძლებელია მსგავსი მოვლენა მისი დაბადების დროსაც დაფიქსირდეს).

• ჩრდილოეთით და სამხრეთით დადნება თოვლი და ყინული - იქ ყვავილები აყვავდებიან (ამ დროს ალბათ შეიცვლება პოლუსების მდებარეობა; ეს ნაწილობრივ უკავშირდება წინა წინასწარმეტყველებასაც, რადგან თუ ცაზე ორი მზე იქნება, სწორედ მაშინ არის მოსალოდნელია პოლუსების შეცვლა და ამ ადგილებში ტემპერატურის აწევა).

• წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს. ბევრი ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ალბათ ეს წინასწარმეტყველებაც წინა ორის გაგრძელებაა, იქიდან გამომდინარე პოლუსების შეცვლა გამოიწვევს მძლავრ სეისმოლოგიურ აქტიურობას, რაც ცხადია გააჩენს წარღვნის საშიშროებას).

• აღიმართება უზარმაზარი ტაძრები კონუსის ფორმის. ზოგი ტაძარი იქნება ცხოველის მსგავსი და ტაძრის დიდი რქა ზეცისკენ იქნება აშვერილი (ეს შესაძლოა, ახალი რელიგიის დაარსებაა, მეორე ვარიანტით კი ეს ტაძრები შესაძლოა, იყოს ობსერვატორიები, რქა კი ტელესკოპი).

• ადამიანები კანზე ლაქები გაუჩნდებათ, ეს იქნება მზის შუქის გამო გაჩენილი ავადმყოფობა (მოსალოდნელია ეს იყოს კანის კიბო, რომელსაც ულტრაიისფერი სხივები იწვევენ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში თუკი „ოზონის ხვრელის“ გაფართოვება გაგრძელდება).

წყარო: ucnauri.com

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მთვარეზე გაფრენა, ავტომობილის გამოგონება, ამერიკის აღმოჩენა... რა ელოდება მსოფლიოს? - ალბერტ დიდის წინასწარმეტყველებები XII-XIII საუკუნეებში

🔵ისტორიულ მინიმუმზეა ჰოსპიტალში არსებული ადამიანების რაოდენობა - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„მე თურქების მეშინოდა და ისევ ქართველმა გაწირა“ - სტამბოლში მოკლული ქართველის და

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778182496

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში

არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმ...

ლევან მაჭავარიანი

1778180456

საზოგადოება

„ეს არ არის კოვიდი, პანდემიის საფრთხე არ არსებობს“ - ჯანმოს განმარტება ჰანტავირუსზე

არგენტინიდან გამოსულ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4-ის ევაკუაცია კი სამკურნალოდ გახდა საჭირო. მიმდინარეობს იმ მგზავრების მოძიება, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახ...

ზოგადი

1778180410

საზოგადოება

„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი

თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...

თურქი ჟურნალისტი

1778177621

საზოგადოება

პაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...

შალვა პაპუაშვილი

1778177587

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...

შალვა პაპუაშვილი