ვაი რუსეთს! ასეთი შთამომავლობა თავად მას გაანადგურებს მომავალში - ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში, კიდევ ერთხელ აქვეყნებს, წინა პერიოდის წინასწარმეტყველებებიდან ფრაგმენტებს, რომელიც რუსეთს ეხება.

"რაშიზმი, ანუ რუსული ფაშიზმი — რუსეთის მმართველი რეჟიმის XXI საუკუნის პირველი მეოთხედის პოლიტიკური იდეოლოგია და პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება „განსაკუთრებულ ცივილიზაციურ მისიას“, „მოძმე ერის უფროსობას“, შეუწყნარებლობას სხვა ერების კულტურის ელემენტებისადმი, ასევე საბჭოური ტიპის ტოტალიტარიზმსა და იმპერიალიზმს, რუსული მართლმადიდებლობის ზნეობრივი დოქტრინის სახით გამოყენებას და ზემოქმედების გეოპოლიტიკურ ელემენტებს, პირველ რიგში ენერგომატარებლების მეშვეობით....
აი ასეთი ჩანაწერი გაჩნდა ვიკიპედიაში (https://en.wikipedia.org/wiki/Rashism) მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
ჩანაწერი უკვე ძალიან ბევრ ენაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის ქართულადაც.
ამასთან დაკავშირებით გადავწვიტეთ, შეგახსენოთ მოკლე ამონარიდები ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებებიდან, სადაც ის სწორედ ამ თემაზე საუბრობს.
მათთვის, ვინც საქმის კურსში არ არის, თავშივე ვიტყვით, რომ ყველა ეს ჩანაწერი მანამდე უკვე გამოქვეყნებულია როგორც საავტორო გაზეთებში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ - სხვადასხვა წლების გამოცემებში, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
გარდა ამისა, მანამდე წინასწარმეტყველებების სრული ტექსტი ნაწილ-ნაწილ სრულად გავაცანით ჩვენს ფეისბუქ-მკითხველსაც.
ახლა კი დაპირებული ამონარიდები:
  1993 წელი, 26 სექტემბერი
<...> მსოფლიოს ქვეყნებისთვის ნათელი გახდება, რომ რუსეთი სჩადის ისეთ სისასტიკეს, რაც ფაშისტებსაც კი არ გაუკეთებიათ.
  2008 წელი, 20 იანვარი
მოდის დრო, როცა მსოფლიო რუსეთს განსჯის არაკაცთმოყვარეობისთვის <...> ეს ყველაფერი გადაიზრდება ნამდვილ ფაშიზმში. ფრთხილად!
  2008 წელი, 20 ოქტომბერი
დასავლეთი და ამერიკა რუსეთს გენოციდში დაადანაშაულებს. „რუსეთი — ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი“, — ასე იტყვიან.
  2008 წელი, 7 ნოემბერი
შეხედეთ, როგორ ფაშისტებად ზრდიან რუსეთში ახალგაზრდა თაობებს. იმხელა სიძულვილი ამოძრავებთ სხვა ერების მიმართ, რომ მკვლელებად ჩამოყალიბდნენ. ვაი რუსეთს! ასეთი შთამომავლობა თავად მას გაანადგურებს მომავალში.
ეს ურთულესი თემაა, რომელიც დიდ პრობლემად გადაიქცევა მომავალში, მაგრამ დღეს რუსეთის მთავრობა ამას ვერ თუ არ აცნობიერებს. მსოფლიო ამაზე, ვხედავ, მკვეთრ რეაგირებას მოახდენს, იმიტომ, რომ ეს არის აშკარად გამოხატული ჩვეულებრივი ფაშიზმი.
  2009 წელი, 8 ივლისი
რუსეთს მთელი მსოფლიო დაუპირისპირდება მისი მახინჯი, ფაშისტური პოლიტიკის გამო.
<...> როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა რუსეთს სანქციებს დაადებს. რამდენადაც იკავებდა ევროპა აქამდე თავს, ვხედავ, მომავალში იმდენად მიაწვება რუსეთს. „რუსი ფაშისტები!“ – გაჰკივიან ევროპელები ისე, რომ ამერიკაც კი ვეღარ აჩერებს.
  2009 წელი, 7 დეკემბერი
ძალიან მალე რუსეთის სახით მეორე ფაშიზმი მოევლინება ევროპას.
აი აქედან დაიწყება ნამდვილი ბრძოლები, ევროპა რუსეთს ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ზუსტად იმ სანქციებს გამოიყენებს, რომლებიც საქართველოს აგრესიის დროს არ გამოიყენა, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის სერიოზულად გაფუჭება არ სურდა.
  2009 წელი, 20 დეკემბერი
იბადება ახალი ფაშიზმი და ეს რუსეთია!
  2009 წელი, 30 დეკემბერი
რუსეთი კარგავს მეგობრებს ევროპაში. იმართება დიდი საინფორმაციო ომი და ყველა იხილავს, რომ რუსეთი ნამდვილი ფაშიზმია!
  2015 წელი, 10 თებერვალი
<...> მთელი ძალების მობილიზაცია უნდა მოხდეს სწორედ უკრაინაში. უკრაინის გამარჯვება ჰაერივით სჭირდება ევროპას და ამიტომ დღეს რაზეც თავს იკავებს, ხვალ ხმამაღლა განაცხადებს, იტყვის, რომ რუსეთი — ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, წარსულის გამეორება".

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს

🔵უკრაინელები უფრო ძლიერები და ამაყები არიან, ვიდრე მე მეგონა - ჯო ბაიდენი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715970174

საზოგადოება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...

ავთანდილ ჯორბენაძე

1715966011

საზოგადოება

„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...

პაპუაშვილიპაპუაშვილი

1715965210

საზოგადოება

„750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელობაში მონაწილეობა... ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, თუ სად და რა ღირებულებებზე დგას საქართველო“ - ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 750 ათასამდე მოქალაქემ მიიღო მსვლელო...

ნიკოლოზ მეტრეველი

1715964810

საზოგადოება

გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარ...

ზოგადი

1715963062

ახალი ამბები

როგორია სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს ოპერაცია მეორედ ჩაუტარდა. ის კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზ...

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი