„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას - დღეს საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების დღეა

2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის - გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში, დაკავებული იყო პროფესიული ფეხბურთით. 1960-იანი წლების ბოლოს გაბესკირია სოხუმის „დინამოში“ თამაშობდა.

მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში გააგრძელა, ბოლოს კი თბილისის „ცსკა“-ში თამაშობდა. 1972 წელს გაბესკირია რესპუბლიკური დონის, მოგვიანებით კი საერთაშორისო კატეგორიის ფეხბურთის მსაჯი გახდა. გურამ გაბესკირიას სახელს სოხუმის საფეხბურთო კლუბ „ცხუმის“ დაარსება უკავშირდება, რომელიც ახლადშექმნილ საქართველოს საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობდა. მოგვიანებით, გურამ გაბესკირია კლუბის პრეზიდენტი გახდა, იგი ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი. წლების განმავლობაში გურამ გაბესკირია ქალაქ სოხუმის თევზკომბინატის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში.

1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

„ის უმძიმესი მდგომარეობა პატარა ბიჭმა საკუთარი თვალით ვნახე და ომი, ხომ იცით, რა უცებ აბრძენებს ადამიანს?! 11 წლის ვიყავი, როდესაც მამა ბოლოს ვნახე. 13 თუ 14 სექტემბერს ოჯახის წევრები გამოგვაცილა. ძალიან მეშინოდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მამას. უცებ მისკენ შევბრუნდი და ვთხოვე, მამა, შენც ჩვენთან ერთად წამოდი-მეთქი. თავზე ხელი გადამისვა და როგორც დიდს, ისე მითხრა, შენ იცი, ბოხო, გახსოვდეს, შენ ხარ კაციო. ამის შემდეგ ტელეფონით გვიკავშირდებოდა. ბოლოს 26 სექტემბერს, ღამის 2 საათისკენ დარეკა. გვამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო“, - ასე იხსენებს მამას ვლადიმერ გაბესკირია, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ - ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, - „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 

ასევე საინტერესოა:

🔵 „ვუ­ერ­თდე­ბი ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ტესტს, მაგ­რამ სა­დაც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” დგას, იქ ჩემს ად­გილს ვერ ვხე­დავ!“ - თაკო ჩხეიძე

🔵 „ტროლ-ბოტებში ტყუილად არ ხარჯავს ფულს არც პუტინის რუსეთი და არც ქართული ხიხოკრატია“ - ქეთი დევდარიანი

🔵 „მადლობა უკრაინა! შენი დამსახურებაა, რომ ხვალ ახალი ეპოქა იწყება მსოფლიო პოლიტიკაში“ - ზურაბ გურული

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791736485

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1791733324

ახალი ამბები

პრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა

 „საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...

ირაკლი კობახიძე

1791731307

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...

გურამ მაჭარაშვილი

1791729248

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...

ძიუდოისტთა ნაკრები

1791728970

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...

საქართველოს პრეზიდენტი