ჩამოიყვანეს ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი. შეეწირა საქართველოს თავისუფლებას მისი ბაბუაც, მამაც და ახლა თვითონაც - ალიკა ცაავა საცხოვრებელ სახლში ჩამოასვენეს
უკრაინაში, დაღუპული 40 წლის ალიკა ცაავას ცხედარი თბილისიდან ჯვარში, მის საცხოვრებელ სახლში ჩამოასვენეს. ცხედარს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. მათ ხელში ეჭირათ უკრაინისა და საქართველოს დროშები.
“ჩამოიყვანეს ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი. პარტიზანის ოჯახში გაიზარდა, შეეწირა საქართველოს თავისუფლებას მისი ბაბუაც, მამაც და ახლა თვითონაც. ეს მარტო უკრაინის ომი არ არის, ყველა ქვეყნის ომია. გული გვეწვის, სული გვტკივა, რომ ასეთი ვაჟკაცი დავკარგეთ”, – უთხრა ჟურნალისტებს დაღუპულის მეზობელმა ნანა ლუკავამ.
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს.
მანამდე საქართველოში ჩამოასვენეს ბიწაძესა და ცაავასთან ერთად უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას 9 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკა შანავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.
1787318409
მსოფლიოსერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს
რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ახალი წინადადებები მოისმინოს, თუმცა ნებისმიერი წინადადება უნდა ასახავდეს „ადგილზე არსებულ რეალობას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქ...
1787317755
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1787316950
მსოფლიოჩინეთი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარა „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“
ჩინეთი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანქციები „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“. ტრამპმა პირობა დად...
1787314510
ახალი ამბებიგიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ფეხბურთელია!
ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. „სევილიამ“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €5.5 მილიონი გადაიხ...
1787312937
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ომის დასრულების დროა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დროა დასრულდეს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან მიმდინარე რამდენიმეთვიანი ომი, რადგან მისი თქმით, თეირანი ვაშინგტონთან შედარებით ძლიერ პოზიციაში იმყოფე...































