ღარიბაშვილი: სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს, ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით 120 მილიონს შეადგენს
სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს. მას არავითარი დისკომფორტი არ შეჰქმნია. ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით 120 მილიონს შეადგენს. ამაზეა მეგობრებო საუბარი, როდესაც ასეთ ფარისევლობასთან და ტყუილთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება სიმართლის დაპირისპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსები ომის დროსვე გაიქცნენ და მიატოვეს ქვეყანა.
„საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გაწირეს. პოლიტიკოსები, როგორც აღვნიშნე, ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა, შემდეგ ჯარი, შემდეგ პატრიარქი რომ არ შესულიყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცების პატიოსანი ცხედრები ვერ გამოიტანეს მათ. ეს რეალობა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თუ რაიმეს ვამატებ, გთხოვთ, მითხარით.
ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგად გააზრება, იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ომის შემდეგ, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ კაპიტულანტურად მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას და ისევ ვის დააბრალეს, ვინ დაადანაშაულეს, ქართველი სამხედროები, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი.
კაცმა თავისი უგუნურებით, თავისი სისულელით, პირდაპირ უნდა ითქვას, თავიდან ვერ აარიდა ქვეყანას ეს უბედურება, ნგრევა და შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერინა ხელი საკუთარ მთავრობას. ეს ხალხი იბრძვის დღესაც ამ უბედურების გამეორებისთვის, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ მკაფიოდ, მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე საინტერესოა:
1791569517
ახალი ამბებიილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“
მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...





























