ჯარის ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი ქალი, შაშხანებით დახუნძლული ბევრად უფრო მესექსუალურება და მელამაზება ვიდრე ნაზ კაბაში ჩაცმული – სალი ნასყიდაშვილი, 20 წლის ქართველი გოგო ისრაელის ჯარში
,,…..თავიდან მოსიარულე ჯარისკაც გოგონებს რომ ვხედავდი,რომლებიც მანამდე მხოლოდ ვიდეოებში თუ ფოტოებში მინახავს,მიკვირდა, ცოტა უჩვეულო იყო და თან საოცრად მომწონდა” – ეს სიტყვები 20 წლის ქართველ გოგოს, სალი ნასყიდაშვილს ეკუთვნის, რომელიც ისრაელის ჯარში მსახურობს და ბოლო დღეებია, მის შესახებ, თითქმის, ყველა ქართული მედია წერს, რადგან ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იბრძვის.
“ისრაელი მილიტარისტულ სახელმწიფოში პირველად ფეხი შემოვდგი 15 ივლისს.მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი თუ რამდენად ბევრს ნიშავს იყო სამყაროს ცენტრში,ახლო აღოსავლეთში,სადაც აქვეა სირია,ლებანონი,არაბეთი,იორდანია,ეგვიპტე.რელიგიების გზაგასაყარი: იუდაიზმი,ისლამი და ქრისტიანობა……. ეს არის ქვეყნის ცენტრი – ეთნოსის,რელიგიის,რასის გზაგასაყარი.
ფიზიკურად,მორალურად,მატერიალურად,არაჩვეულებრივი ადგილია ჯარი. ისრაელი ძალიან ახალგაზრდა ქვეყანაა,სულ რაღაც 70 წელია არსებობს. ებრაელებმა შეძლეს დაუღალავი შრომით, აეშენებინათ უდაბნოში, საოცარი ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ეკონომიკის, კულტურის, განათლების სისტემის განვითარების კუთხით. მართალია მრავალი ეთნიკური სიჭრელის გამო კონსტიტუცია ქვეყანას არ გააჩნია,თუმცა ის რომ ყველა ადამიანს თითქოს ინდივიდუალური კანონი ერგება და მეტ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს ხდის ყოველივეს. აქაურობა კიდევ იმიტომ მიზიდავს, რომ თავს დაცულად ვგრძნობ, ბევრად დაცულად ვიდრე თუნდაც ჩემს ქვეყანაში….
არაბულ სამყაროში ჩაჭეჭყილი ისრაელი განადგურდებოდა,რომ არა ასეთი კარგი შეიარაღება და ხალხის სიყვარული, დიადი პატრიოტიზმი ქვეყნისადმი, რაც ავალდებულებს მათ იმსახურონ ჯარში განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა თუ ორიენტაციისა.
ისრაელის ყველა მოქალაქეს ევალება ჯარში სამსახური და დიახ, ყველაზე მეტად იმას ვაფასებ, რომ ქვეყნის სიყვარულს ისინი გამოხატავენ საქმითა და სიტყვებით ერთდროულად, არ ცდილობენ ჯარს თავი აარიდონ, პირიქით, იბრძვიან მალე წავიდნენ.
საოცრად ვამაყობ,რომ ვცხოვრობ მილიტარისტულ სახელმწიფოში, სადაც არის რეგულარული არმია,სადაც თავს საოცრად დაცულად ვგრძნობ და სადაც დღითი დღე უფრო და უფრო მეტად ვგრძნობ ხალხის უსაზღვრო სიყვარულის ქვეყნისადმი, მათ თავდაუზოგავ შრომას იმისკენ, რომ უკეთესობისკენ შეცვალონ ყოველივე. სახმელეთო ძალების გარდა ისრაელს გააჩნია როგორც საჰაერო ისე საზღვაო ძალები, რომლებიც მას ეხმარება მაქსიმალურად მობილიზებული იყოს ნებისმიერ სიტუაციაში. საოცრად გაკვირვეული ვიყავი,როდესაც გავიგე ,რომ ქვეყანამ საპასუხო შეტაკება განახორციელა მუსლიმური სახელმწიფოების მიერ წამოწყებულ დაპირისპირებაზე.
გულწრფელად ვფიქრობდი,როგორ შეუძლია ისრაელს, გარისკოს და ლამის ომის წამოწყებას დათანხმდეს ამხელა არაბული სამყაროს წინააღმდეგ თქო… თუმცა სწორედ ამის გამო მოაღწია ამ ქვეყანამ აქამდე და ეს მხოლოდ ხალხის, არმიის, მდგრადი, ჯანსაღი სახელმწიფოს დამსახურებაა.
ჯარში წასულ ყველა მოქალაქეს გადაეცემა საკმაო რაოდენობის თანხა,რომლის გახარჯვაც შემდგომ სწავლაში ან რაიმე ნაყოფიერი საქმის კეთებაში შეუძლიათ. საქართველოსგან გასნხვავებით აქ არ მძვინვარებს სექსიზმი, რაც კიდევ უფრო მომწონს.
ჯარის ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცი ქალი, შაშხანებით დახუნძლული ბევრად უფრო მესექსუალურება და მელამაზება ვიდრე ნაზ კაბაში ჩაცმული და ვფიქრობ ოდნავ მასკულინური იერიც უფრო მომხიბვლელს ხდის მათ.
ზოგადად ვაფასებ ადამიანებს,რომლებიც ძლიერ პიროვნებად წარმოაჩენენ საკუთარ თავს,თუნდაც ფიზიკურად,ან მორალურად და მზად არიან დათმომებზე წავიდნენ საკუთარი ქვეყნის გამო.
მასალა მომზადებული marksmanliveblog.wordpress.com მიხედვით.
1782234415
ახალი ამბებითბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას...
1782231690
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვ...
1782230096
ახალი ამბებიშს სამინისტროს მიერ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნის მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქ...
1782227798
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...
1782225791
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...































