მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის საქმეზე გადაწყვეტილებას ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ

მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის და პარლამენტის ყოფილი წევრის ზურაბ ზვიადაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შესარჩევი პროცესი დაიწყო.

თელავის რაიონულმა  სასამართლომ 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. 

საქმის ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემის გადაწყვეტილება ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმა წინასასამართლო სხდომაზე გამოაცხადეს.

„წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებული - ზურაბ ზვიადაურს ეს რეაგირება რომ არ მოეხდინა, არც მე ვიდგებოდი დღეს აქ, არც ზურა იქნებოდა ცოცხალი და ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა“, - ამის შესახებ  ჯაბა ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომელიც წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით იარაღის უკანონოდ ფლობაზეა ბრალდებული.

საქართველოს პროკურატურამ გაუგებარი უწოდა, თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 29 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მკვლელობა სოფელ წინანდლის ტყეში, 2021 წლის 16 აგვისტოს მოხდა.

ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის, 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილს იარაღის დაუდევრად შენახვას.

ასევე საინტერესოა:

🔵 პროკურატურა ზურაბ ზვიადაურის გათავისუფლებაზე: გაუგებარია, თუ რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლემ

🔵 ზვიადაური იქ ნორმალურად რომ მოქცეულიყო, ეს ამბავი არ მოხდებოდა - ნიკა კენჭოშვილის დედა კახეთში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792391327

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ნარკოტიკული საშუალება

1792390681

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...

გია ვოლსკი

1792387882

ახალი ამბები

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1792387214

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა

საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...

დავით მათიკაშვილი

1792385710

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...

ამინდი      ამინდი