მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ 51 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, რამდენიმე ათეული საეჭვო შემთხვევების კვლევა კი მიმდინარეობს.
„18 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვია, აქედან ერთი არის სტაციონარში, მაგრამ მას აქვს ძირითადი, სხვა დაავადება, ამის გამოა სტაციონარში და არა „ომიკრონით“ ინფიცირების გამო.„ომიკრონის“ გავრცელების გამო საფრთხეები ნამდვილად არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორშაბათიდან ყოველკვირეულ ანგარიშს გამოაქვეყნებს იმის თაობაზე, რა წილი აქვს „ომიკრონს“ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციაში. პირველი ესეთი ნედლი გაანგარიშება გაკეთდა პარასკევს და „ომიკრონის“ დადებითობის წილი საერთო დადებითებში დაანგარიშებული იქნა როგორც 0,6-0,7 %. ვნახავთ, ამ წილის როგორი ზრდა იქნება ერთი კვირის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს.
„დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ თუ დავაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, საიდანაც „ომიკრონი“ დაიწყო, ჯერჯერობით, მას მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ვადასტურებთ, რომ ზრდა გვექნება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში ბოლო 24 საათში 6969 ადამიანი აიცრა
🔵იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონის" შტამი დომინანტური იქნება - ბიძინა კულუმბეგოვი
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































