პეტიცია საქართველოს EU-ში გაწევრიანების მოთხოვნით - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, მოქალაქეები უკვე აგროვებენ ხელმოწერებს.
პეტიციის ავტორები თანდართულ ტექსტში წერენ, რომ როგორც უკრაინა, ასევე საქართველო მსგავსი გამოწვევის წინაშე დგანან – „რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწა, წამოწყებული აქვს ომი ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ჰიბრიდული ომით წარსულშიც უცდია, შეეცვალა დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა“.
„საქართველოს მოსახლეობა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ევროპულ მისწრაფებებში უკრაინას სრულ სოლიდარობას უცხადებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროკავშირი და მისი წევრები უნდა მოექცნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიოს – უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ერთ განუყოფელ რეგიონს, რომელიც ერთი პრობლემის წინაშე დგანან, კერძოდ კი, რუსეთის აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დადებითად უპასუხებს უკრაინის განაცხადს წევრობაზე და უკრაინის მსგავსად, გაუღებს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას კარს“ .- წერია პეტიციაში.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ყოჩაღ, არახამია! პაცნებთან სასაუბროდ ზუსტად ასეთ ფორმაში უნდა მიხვიდე - ექიმი ზურაბ გურული
1791568437
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....
1791566153
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს
„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...
1791564647
ახალი ამბებიკულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...
1791562924
ახალი ამბებისაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...
1791558292
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში - დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზოლუციას მხარი დაუჭირეთო
„როდესაც საქართველოზე მოხსენება თუ დებატები იმართება, 720 დეპუტატიდან 20 დეპუტატიც არ რჩება დარბაზში. დავალება აქვთ მიცემული, რომ თქვენ გადით, ყავა დალიეთ, არაფერი მოისმინოთ, მაგრამ რომ შემოხვალთ, რეზ...






























