რატომ ვერ ჩაიტანა ქართული ღვინის სააგენტომ ბერლინის ფესტივალზე ღვინო?!
ღვინის სააგენტომ ბერლინში საფესტივალო ღვინოები დროულად ვერ ჩაიტანა და ქართველი მეღვინეები ბერლინის ღვინის ფესტივალზე საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით წარდგნენ, - ამის შესახებ მეღვინეები წერენ, რომლებიც ბერლინში 28 ნოემბერს გამართულ გამოფენაში მონაწილეობდნენ.
„ბერლინში ნატურალური ღვინის გამოფენაზე საქართველოდან 15 -მდე მარანი ჩამოვიდა. სამწუხაროდ, ღვინის გარეშე, რომლის ჩამოტანა ღვინის სააგენტომ დროულად ვერ უზრუნველყო. ნეტავ ამაზე რომელიმე საჯარო მოხელე პასუხს აგებს?“, - წერს გიორგი გოცაძე.

ღვინის ფესტივალში მონაწილე კიდევ ერთი პირი, ივა მარტიაშვილი ამბობს, რომ ყველა მეღვინემ, გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე, მიიტანა ფესტივალზე წარსადგენი ღვინო - ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელთაც უნდა გაეგზავნათ ღვინო ბერლინში.
„ექსკლუზივტივი“ ივა მარტიაშვილის ფეისბუკ სტატუს უცვლელად გთავაზობთ:
„გუშინ, 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართა ნატურალური, ბიო და ორგანული მეღვინეების ფესტივალი - RAW WINE 2021.
ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, საქართველოს ბიო და ნატურალური მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში.
გამოფენას ესწრებოდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალური ღვინის იმპორტიორები, მაღაზიები და ღვინის ექსპერტები.
საქართველოდან იყო წარმოდგენილი 11 ღვინის კომპანია, 11 ენთუზიასტი მეღვინე, რომლებიც ძალიან დიდ ძალისხმევას მიმართავენ რომ აწარმოონ და მსოფლიოს გააცნონ ისეთი ნიშური პროდუქტი, როგორიც ქართული ნატურალური ღვინოა.
ყველა მეღვინემ, გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე, მიიტანა ფესტივალზე წარსადგენი ღვინო - ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელთაც უნდა გაეგზავნათ ღვინო ბერლინში.
27 ნოემბერს, ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, გავიგეთ რომ ღვინო გერმანიაში საბაჟოზე არის გაჩერებული და ყველა მეღვინე წარვდექით მხოლოდ საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით, ზოგ მეღვინეს ჰქონდა 6, ზოგს მხოლოდ 3 ბოთლი წამოღებული. ამ რამდენიმე ბოთლით ასობით სტუმრისთვის ღვინის დეგუსტაცია ძალიან რთული იყო და ბევრს დაწყებიდან რამდენიმე საათში გაუთავდა.
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვაა:
- ვინ არის პასუხისმგებელი ფაქტზე, რომ 3 კვირის განმავლობაში ღვინო ვერ ჩაიტანეს გერმანიაში? თუნდაც იმიტომ რომ ეს შემდომში არ განმეორდეს.
2. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ რომ ფესტივალისთვის განკუთვნილი ღვინო ვერ ჩამოიტანეს? და ჩვენ ვერ მოვასწარით ღვინის სხვა გზებით წამოღება.
3. რატომ არ ესწრებოდა ღვინის გამოფენას არცერთი წარმომადგენელი საქართველოს საელჩოდან გერმანიაში? თუნდაც იმისთვის რომ ჩვენთვის (ღვინის კომპანიებისთვის) აეხსნათ რის გამო ვერ მოხდა ღვინის მოწოდება და მოეხადათ ბოდიში, რომ ესეც ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე რომ 11 ღვინის კომპანია იყო ბერლინში გამოფენაზე და საელჩო მხარდაჭერის მხრივ მაინც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“ - წერს ივა მარტიაშვილი.
რატომ ვერ მოხვდა ქართული ღვინო ბერლინის ფესტივალზე, განმარტება ღვინის ეროვნულ სააგენტოში ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
28 ნოემბერს ბერლინში გამართულ ღვინის ფესტივალს, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალური ღვინის იმპორტიორები, მაღაზიები და ღვინის ექსპერტები ესწრებოდნენ.
ასევე საინტერესოა:
1794129543
მსოფლიოFinancial Times: აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ
აშშ-ის კონგრესში „დემოკრატები“, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა...
1794128405
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ხან ჭენგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, საგარეო...
1794127280
საზოგადოებადავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას
ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპ...
1794125485
მსოფლიოტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარ...
1794123143
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს
„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს...


























