საქართველოს პრეზიდენტი: მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო და უკრაინა არიან ქვეყნები, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი

ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მთელი ევროპა ერთიანია და ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის ისტორიულად და დღესაც იყო, რომ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო.

ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და ამისთვის ჩამოვედი დღეს, აქ, პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ.

დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.

მე მინდა, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომლებიც ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი. იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით.

ყველანი ვართ მადლიერები დღეს უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791569517

ახალი ამბები

ილია სულამანიძე – „მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“

მინდა, ქართველ გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ისინი უდიდეს მოტივაციას გვაძლევენ, – ამის შესახებ ძიუდოში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანმა, ილია სულამანიძემ განაცხადა. სულ...

ილია სულამანიძე

1791568437

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ჰააგის სასამართლოს სანქციებს უწესებს - თუ მუქარას არ შეწყვეტენ, მას დავშლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს....

მარკო რუბიო

1791566153

ახალი ამბები

ირაკლი ლატარია: აუცილებლად გავხსნიდი უახლესი ისტორიის ქართული ფაშიზმის მუზეუმს, „კასრების“ კადრები ყველა ქალაქში დიდ მონიტორებზე უნდა ტრიალებდეს

„კასრების კადრები ყველგან, დიდ მონიტორებზე უნდა გავუშვათ! რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა ტრიალებდეს! ვატყობ, რაღაცები დაგავიწყდათ!“, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოცი...

ანალიტიკოსი

1791564647

ახალი ამბები

კულტურის მინისტრი სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო თეატრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მინისტრის მოადგილე...

კულტურის მინისტრი

1791562924

ახალი ამბები

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაქელიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარ...

საქართველოს ვიცე-პრემიერი