სტრასბურგის სასამართლომ არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა - მიხეილ სააკაშვილი
ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ გამიცრუა იმედები - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო, ბრალდებული მესამე პრეზიდენტი ციხიდან ეხმაურება.
"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად კარგად მესმის მისი ფასი, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის 1993 წლის კურსდამთავრებულს.
დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად ,,ოცნების" მიერ შეთითხნილ საქმეებზე და სამართლიანობის აღსადგენად. მინდა ყველას შევახსენო, რომ მე მოვუგე ჰოლანდიის ადგილობრივ სასამართლოში სარჩელი ივანიშვილის წარმომადგენელს, რუხაძეს, 2018 წელს. 2020 წელს ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგი და 2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები, სადაც მე და სამხედროებს წინასწარი წარმოების ეტაპზე გვიცავდა მსოფლიოში სახელგანთქმულ იურისტთა ჯგუფი და სადაც წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ქართველი სამხედროები განსასჯელის სკამზე აღმოვჩენილიყავით.
ერთი სიტყვით, აქამდე, გავმართლდი ყველა საერთაშორისო სასამართლოში და რატომღაც ყოველთვის ვაგებ მურუსიძის სასამართლოს. მიზეზი, სრულიად გასაგებია - ის, რაც საქართველოში ხდება, ყველაფერია მართლმსაჯულების გარდა. თუმცა, ჭეშმარიტად, სამართალი ურმით, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მოდის.
მინდა ვუთხრა ახლა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას - შეეგუეთ მარცხს. ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, ბოლოს და ბოლოს, ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც ახლა უმძიმეს გასაჭირშია. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ. ნუ შევარცხვენთ ჩვენს ქვეყანას. მე, პირადად, სიტყვას გაძლევთ, რომ არანაირი შურისძიების სურვილი კი არა, არამედ წყენაც კი არ დამრჩება, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც გამატარეთ", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793633174
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა
„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...
1793630936
ახალი ამბებინინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას
„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...































