ირაკლი კობახიძე: ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა

 2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში აცხადებს.

მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ახალ წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისმა ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა.

„ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა. ქრისტიანობის ერთგულებამ, ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობამ მოგვცა შესაძლებლობა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე, სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა. ეს ყველაფერი განამტკიცებს ჩვენს რწმენას, რომ ქართული ოცნება ერთიან საქართველოზე ერთ დღესაც აუცილებლად ახდება. ქრისტიანობის ღერძი სიყვარულია, სიყვარული კი, თავის მხრივ, არის ნებისმიერი ადამიანის თუ სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი.ამიტომ, ყველას გისურვებთ მეტ სიყვარულს, ყველას გისურვებთ მეტ სიკეთეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას ახალ 2026 წელს! მრავალ ახალ წელს დაესწარით!,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767201696

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა

 საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხა...

ირაკლი კობახიძე

1767200160

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა ღირსეული სახელმწიფო ფიქრობს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება

 ყველა ღირსეული სახელმწიფო ფიქრობს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნ...

მიხეილ ყაველაშვილი

1767198411

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წა...

ბიძინა ივანიშვილი

1767197689

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მოსახლეობას ახალ წელს ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მოსახლეობას ახალ წელს ულოცავენ. „ძვირფასო თანამოქალაქენო! საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო! გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს! მშვიდობი...

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

1767197366

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!

 ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქა...

ბიძინა ივანიშვილი