მიხეილ ყაველაშვილი: სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას, ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას დამდეგი 2026 წელი მიულოცა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2025 წელს ქართველებმა მათთვის დამახასიათებელისიმტკიცე გამოავლინეს და ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები დაიცვეს.

„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

დღეს, ამ განსაკუთრებულ წუთებში, როდესაც ძველი წელი ისტორიას ჰბარდება და ახალი კარს აღებს, მოგმართავთ დიდი სიამაყით, მადლიერების გრძნობითა და მომავლის იმედით.

2025 წელი ერთდროულად განსაცდელისა და სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება და სიმტკიცე, გაუძლო არნახულ ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს.

სწორედ ამ განწყობითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა აფხაზ და ოს დებს და ძმებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ზრუნავენ და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

„გულწრფელი სიყვარულით და მონატრებით მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

მსურს განსაკუთრებულად მივულოცო და მადლობა გადავუხადო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ჩვენი ხალხის სულიერ საყრდენს, რწმენის, ზნეობისა და ეროვნული ერთიანობის მცველს. ვულოცავ ყველა კონფესიის წარმომადგენელს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს. დიდი პატივისცემით ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს და სამართალდამცველებს, რომლებიც ღირსებითა და ერთგულებით იცავენ ჩვენი მოქალაქეებისა და სამშობლოს უსაფრთხოებას. ახალ წელს ვულოცავ და მადლობას ვუხდი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას, ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში. ყოველთვის გვქონოდეს რწმენა, რომ ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევას შევძლებთ.

გილოცავთ დამდეგ 2026 წელს!

ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ - ნათქვამია პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767201696

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა

 საზოგადოება იყო არსებითად ერთიანი საერთო ეროვნული მიზნების გარშემო და ამან შეგვაძლებინა ყველა გამოწვევის დაძლევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხა...

ირაკლი კობახიძე

1767200160

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა ღირსეული სახელმწიფო ფიქრობს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და ეროვნული ინტერესის პირველ ადგილზე დაყენება

 ყველა ღირსეული სახელმწიფო ფიქრობს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნ...

მიხეილ ყაველაშვილი

1767198411

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: სამშობლოს, ერისა და წინაპრების წინაშე ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ყველა ის ფასეულობა და ღირებულება, რამაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ერი დღევანდელ დღემდე ამაყად მოიყვანა!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, ქართველი ხალხის გონიერებითა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაწონასწორებული, მშვიდი და პრაგმატული პოლიტიკით ყველა გამოწვევას სათანადო პასუხი გავეცით, გარედან წა...

ბიძინა ივანიშვილი

1767197689

ახალი ამბები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მოსახლეობას ახალ წელს ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მოსახლეობას ახალ წელს ულოცავენ. „ძვირფასო თანამოქალაქენო! საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებო ქართველებო! გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს! მშვიდობი...

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

1767197366

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: პირადად მე, როგორც ჩემი სამშობლოს ერთი, რიგითი ჯარისკაცი, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები!

 ნურავის ექნება ილუზია, რომ პირადად მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ზუსტად ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს ვინაა საქა...

ბიძინა ივანიშვილი