2008 წლის აგვისტოს ომის დევნილი ნონა ყაულაშვილი: როდესაც დევნილები განათავსეს კოტეჯებში, შეიქმნა ე.წ მამასახლისების ინსტიტუტები, მათ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახი, ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ- როგორ გადაადგილდებოდა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი, 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილმა, ნონა ყაულაშვილმა ისაუბრა.
ნონა ყაულაშვილის განცხადებით, მოსახლეობამ იცოდა, რომ მათ უშიშროება უთვალთვალებდა, თუ სადმე აქცია იყო ვინმე არ გასულიყო, თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, ასევე ტელევიზიებს საცხოვრებელ შენობებში შესვლის უფლება არ ჰქონდათ, რათა პრობლემებზე არ ესაუბრა მოსახლეობას.
„მოსახლეობა როდესაც გამოვიდა, თავი დააღწია დაბომბვას და თბილისამდე ჩააღწია თვითდინებით დაიწყეს თავშესაფრების ძებნა, ეს იყო სკოლები, ბაღები. მიტოვებული შენობები. ვიცოდით ის, რომ ნამდვილად გვითვალთვალებდნენ, თუ სადმე აქცია იყო ვინმე არ გასულიყო თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, ტელევიზიებს შიგნით შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ, რათა პრობლემებზე არ ესაუბრა მოსახლეობას. იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებულნი. ეს მოხდა უკვე, როდესაც დევნილები განათავსეს კოტეჯებში, „კომპაქტურ ჩასახლებებში“. შეიქმნა ე.წ მამასახლისების ინსტიტუტები, დავლებული ჰქონდათ მათ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახი ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა და საერთოდ ვინ სად, როგორ გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ შემოსულიყო ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. ამ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა 8 აგვისტოდან მოყოლებული მოსახლეობა“, - განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.
ყაულაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას აინტერესებდა თუ ვისგან იყო გაფრთხილებული მოსახლეობა, როდესაც მათ თვითდინებით დაიწყეს გამოსვლა სამშვიდობო ტერიტორიაზე.
„არ გვაძლევდნენ იმის უფლებას, რომ ვინმეს შევხვედროდით და ჩვენს პრობლემებზე გვესაუბრა. ვიღაც დაინტერესებული რომ ყოფილიყო, ამის უფლებას არ გვაძლევდნენ. სწორედაც რომ აინტერესებდათ ჩვენ ვისგან ვიყავით გაფრთხილებულები. არავისგან არ ვყოფილვართ გაფრთხილებულები, ქალბატონო თეა, თვითგადარჩენის ინსტინქტით, რომ იმ დაბომბვების და სროლების მერე მოსახლეობა მიხვდა, რომ უკვე მიტოვებული იყო უყურადღებოდ თვითდინებით რომ გამოედინებოდა და გადავრჩით ამით“, - განაცხადა ნონა ყაულაშვილმა.
1748692644
ახალი ამბებიშს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრ...
1748689460
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ
„ეს არის კლასიკური გაგებით ფსევდოლიბერალური ფაშიზმი, რომელსაც ჩვენ საქართველოში აუცილებლად დავასრულებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა,...
1748687709
საზოგადოებასახელმწიფოს ღირებულებები, ინტერესები და ურთიერთობა დასავლეთთან - გამოცემა El Mundo-ს ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან
ესპანურმა გამოცემამ El Mundo საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ურთიერთობა დასავლეთთან, ქვეყნის ღირებულებები, ინტერესები, პოლიტიკური პროცესები, უცხოური დაფინანსება...
1748684639
ახალი ამბებიავარია ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე - დაღუპულია 1 ადამიანი
ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილ...
1748683001
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩთან ადამიანები რომ მივიდნენ, ეს ყოფილა დანაშაული, ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ორმაგი სტანდარტია, რაც დაუშვებელია
დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატ მარიამ ლაშხზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის...