ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩთან ადამიანები რომ მივიდნენ, ეს ყოფილა დანაშაული, ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება მარიამ ლაშხთან მივარდნის გამართლება, ორმაგი სტანდარტია, რაც დაუშვებელია

დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატ მარიამ ლაშხზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის არა მარტო ორგანიზებული, არამედ პირდაპირ გარედან დაფინანსებული კამპანია და ამ კამპანიას აწარმოებენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის გარედან იღებენ დაფინანსებას.
„ძირითადად ეს არის ევროპული ბიუროკრატიისგან გაცემული ფინანსები. ეს შემაშფოთებელია, დაუშვებელია, ევროპიდან საქართველოში ფინანსდებოდეს სიძულვილის კამპანიები. არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად იყო მარიამ ლაშხი, როდესაც მას მიუვარდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, სადაც საუბარია იმაზე, რომ როდესაც ელჩთან, ბატონ ფიშერთან მივიდნენ ადამიანები, სხვათა შორის ბევრად უფრო რბილი ფორმით, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, მათი დაფინანსებით ხდება იმ ფაქტის გამართლება, რაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მყოფ მარიამ ლაშხთან მივარდნას. ეს არის ორმაგი სტანდარტი.
ევროპული ბიუროკრატია არის სრულიად ტრაგიკულ მდგომარეობაში და ეს, რა თქმა უნდა, აისახება მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, ასეთ ტრაგიკულ დონემდე დავიდეს ევროპული ბიუროკრატია, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენ ორმაგი სტანდარტებით, როდესაც მათთვის არ არსებობს არავითარი სამართლიანობის პრინციპი, სამართლის უზენაესობის პრინციპი. იმედი მაქვს, რომ ევროპაში ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1748791748
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: როგორც სახელმწიფომ ასევე, პირველ რიგში, ჩვენმა ამომრჩევლებმა და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება უცხოეთიდან შემოსული თანხები - ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი გამჭვირვალობის შესახებ ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის ძალაში შესვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამჭვირვალობა დე...
1748789198
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოში 18 დღეში ჩამოვა
ჩინეთიდან საქართველოში პირველი ტრანსკასპიური მატარებელი დაიძრა. 24 მაისს ქალაქ უჰანიდან საქართველოს მიმართულებით სატვირთო მატარებელი გამოემგზავრა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისი...
1748787407
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პ...
1748785224
ახალი ამბებიბერა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას
ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფაქტს ეხმიანება. „ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას“, - წერს ბერა ივანიშვილი. იგი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებუ...
1748783602
ახალი ამბებიმეუფე შიო: გვმართებს განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება იმ დიდებული ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენამდე მოიტანა და გადმოგვცა ჭეშმარიტება
„როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკ...