21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა

101 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება.
ქვეყნის ძირითადი კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა.
კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგი ჯაფარიძე, კომისიის მდივნად კი - პავლე საყვარელიძე. მრავალპარტიული კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, ნოე ჟორდანია, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, სამსონ დადიანი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მაყაშვილი. ზუსტად ერთი თვის შემდეგ კომისიის რამდენიმე წევრი ახალი წევრით ჩაანაცვლეს: ლეო ნათაძე (ნოე ჟორდანიას ნაცვლად), მარიამ ჩხეიძე (ივანე ჩერქეზიშვილის ნაცვლად), ალექსანდრე წერეთელი (გრიგოლ რცხილაძის ნაცვლად), გერონტი ქიქოძე და სპირიდონ კედია (გიორგი გვაზავას ნაცვლად).
დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა თხუთმეტი წევრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მანამდე არსებული კომისიის მასალები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო. კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მას ჯერ - რაჟდენ არსენიძე, ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.
კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.
სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.
კონსტიტუცია 1921 წლის მარტში ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში, დაიბეჭდა.
დოკუმენტი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ჩვენ არ ვთვლით, რომ მედია დანაშაულის თანამზრახველად უნდა იქცეს - თამარ ჩერგოლეიშვილი
🔵საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
1749048594
საზოგადოებანათია თურნავა: მონდომებულები ვართ, რომ სებ-სა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს
ჩვენი [ეროვნული ბანკის] მმართველობითი სტრუქტურა სტაბილურია და კითხვის ნიშნებს არ იწვევს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, სავალუტო მისიას აღუთქვეს, რომ გაგრძელდება...
1749048191
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1749047237
სპორტიგიორგი ლორია - სანაკრებო კარიერა დავასრულე, მადლობა საქართველო
„დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „17 წელ...
1749045141
საზოგადოებაიტალიაში გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. სენატმ...
1749045037
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დ...