სამყაროს აღსასრულის 7 ვარიანტი
დღესდღეობით აპოკალიფსის თემა ძალიან აქტუალურია – უამრავი ადამიანი სერიოზულად არჩევს სამყაროს დასასრულის ვარიანტებს. ამისთვის არსებობს ულევი ფანტაზია.მეტ-ნაკლებად თვალსაჩინოა აპოკალიფსის შვიდი ვარიანტი.
პირველი ვერსია – რელიგია
თითქმის ყველა რელიგიას აქვს სამყაროს აღსასრულის საკუთარი ვერსია. მორწმუნე ადამიანებს სჯერათ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ძველ წმინდა წიგნებშია აღწერილი. მაგალითად, იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსს ანტიქრისტეს დაბადებას უკავშირებს. მისი დაბადების შემდგომ მოვა მესია, რომელიც დაამარცხებს სატანის შვილს. თუმცა მანამდე ნამდვილად საშინელი ამბები დატრიალდება – განადგურდება დედამიწის ფლორისა და ფაუნის მესამედი ნაწილი, ხოლო ადამიანთა უმეტესი ნაწილი ეპიდემიას შეეწირება. კალიების შემოსევა და ზეციური ცეცხლი კი საერთო სურათს შეავსებს.
ბუდისტები დარწმუნებულები არიან, რომ როდესაც მახა-კალპა (კაცობრიობის გადატრიალებისა და გადმოტრიალების ციკლი) დამთავრდება, ჩვენი სამყარო და ადამიანთა მოდგმა განადგურდება. ამის შემდეგ დადგება ”სიცარიელის” პერიოდი, რის შემდეგაც კაცობრიობა ისევ ”მობრუნდება”.

გერმანულ-სკანდინავიური მითოლოგია დეტალურად აღწერს რაგნაროკს. ამ ბოლო ბრძოლაში ღმერთებისა და დაღუპული გმირების არმია შეერკინება ურჩხულების არმიას. რაგნაროკი დაიწყება ფენრისის – უზარმაზარი მგლის(ღმრთის ლოკისა და გოლიათი ანგრბოდის შვილი) გაღვიძებით, რომელიც მზეს გადაყლაპავს. შემდეგ ოკეანის სიღრმიდან ამოყვინთავს ფენრისის ღვიძლი ძმა – იორმუნგანდი, უზარმაზარი გველთევზა. იგი გახდება ხმელეთის დატბორვის მიზეზი. გადარჩენილ ხმელეთს კი ცეცხლოვანი გოლიათი სურტი გადაწვავს. ამ ორთაბრძოლაში დაიღუპებიან ღმერთებიცა და ურჩხულებიც, ხოლო ადამიანთა მოდგმიდან გადარჩება მხოლოდ ერთი წყვილი, რომელიც იქნება მომავალი მოდგმის წინაპარი.

ბევრს სჯერა, რომ ეს წინასწარმეტყველებები შეიცავს დაშიფრულ ანარეკლს იმისა, რა დღეს ხდება.
ნებისმიერი რელიგიური აპოკალიფსი თითქმის ყველა ადამიანს დაღუპავს, თუმცა მაინც არსებობს კაცობრიობის თავიდან დაბადების იმედი.
მეორე ვერსია – უცხოპლანეტელები
ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულები იყვნენ, რომ პირველივე კონტაქტი არამიწიერ არსებებთან კარგს არაფერს უქადდა მათ, თუ არა კაცობრიობის ტოტალურ განადგურებას. შემთხვევითობა არ არის ის, რომ მედიას ხშირად უყვარს საზოგადოების დაშინება ამგვარი განცხადებებით ”უზარმაზარი ამო დედამიწას უტევს”. ბევრს მაშინვე აგონდება საშინელი მედუზისმაგვარი მონსტრები ჰერბერტ უელსის ფილმიდან,”სამყაროთა ომები” და დიდი მფრინავი თეფშები, რომელთა ნახვაც ფილმ ”დამოუკიდებლობის დღეშია” შესაძლებელი.
ცოტა რამ არ დაწერილა ძველი აღმოჩენების შესახებ, რომლებიც პირდაპირ მოწმობს ჩვენი წინაპრების უცხოპლანეტელებთან კავშირს, რომელთაც უწინ ადამიანები ღმერთებს ეძახდნენ. რატომაც არ მოინახულებენ ”ღმერთები” დედამიწას კიდევ ერთხელ?

მესამე ვერსია – კლიმატი
მნიშვნელოვნად რეალურია კაცობრიობის ერთმანეთზე მიყოლებული კატაკლიზმებით დაღუპვის მიზეზი. საკმარისია შეისწავლო ბოლო რამდენიმე წლის ახალი ამბები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, რომ მიიღო სავსებით ნაღვლიანი სურათი. ქალაქის ერთ ნაწილს მიწისძვრა ანგრევს, მეორეს ცუნამი ხვეტავს. ქალაქები ტორნადოს მიაქვს, ან ფენომენალური სიცხით იტანჯება. ნუთუ არ შეიძლება ეს გახდეს მიზეზი სამყაროს აღსასრულისა?

ასე, რომ ეკოლოგიური კატასტროფის სიიდან ამოშლა არ ღირს. საკმარისია გლობალურმა დათბობამ გაადნოს გრენლანდიის ყინული, რომ დაიწყოს მთელი რიგი კატაკლიზმებისა, როგორიცაა მიწისძვრები და ცუნამი. ამას თან მოყვება ვულკანების ამოფრქვევა. ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვევს ვულკანური მტვრის ჰაერში გაბნევას, რაც მზის სხივებს დაახშობს და შექმნის გამყინვარების დაწყების საშიშროებას.

სრულიად შესაძლებელია გოლფსტრიმის გაქრობაც. ამ შემთხვევაში ევროპა გაიყინება, ხოლო დედამიწის სხვა მხარეებში აუტანელი სიცხე დაისადგურებს. მეცნიერების აზრით გოლფსტრიმი ერთხელ უკვე გაქრა 13 ათასი წლის წინათ, მაგრამ მაშინ ამან სამხრეთ ნახევარსფეროს გაყინვა გამოიწვია. გამყინვარების პერიოდი 1300 წელს გრძელდებოდა.
მეოთხე ვერსია – ბიოლოგია
კატასტროფის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს უბრალო ფუტკრები. ჯერ კიდევ აინშტაინი ამტკიცებდა, რომ ამ მწერების დაღუპვა მიგვიყვანდა სავალალო შედეგებამდე – კაცობრიობა მაქსიმუმ ოთხ წელიწადს იცოცხლებდა. მცენარეების დიდ ნაწილს, რომელიც დედამიწას მინერალებით, ვიტამინებითა და კალორიებით ამარაგებს, მტვერავენ ფუტკრები, ხოლო მათი გაქრობა გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისსა და შიმშილობებს მთელ მსოფლიოში. ზუსტადაც, 2006 წელს შეიმჩნა გაუგებარი ზრდა ფუტკრების სიკვდილიანობისა. მოხდა კი ეს მაშინ, როდესაც გაიზარდა იმ საწარმოების რიცხვი, რომლებიც დამოკიდებული იყო ფუტკრებზე.
რა არის ამ მწერების სიკვდილიანობის მიზეზი? არსებობს არაერთი ვერსია – ქიმიური ნაერთები, რომელთაც ხილისა და ბოსტნეულის გაზრდისას იყენებენ,ამოუცნობი დაავადება, ტელეფონების გამოსხივება და მრავალი სხვა.
მეხუთე ვერსია – კოსმოსი
თითქმის ყველა ადამიანმა მშვენივრად იცის დინოზავრებისა და მათი გადაშენების მიზეზის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია დედამიწაზე უზარმაზარი მეტეორიტის ჩამოვარდნასთან. რატომ არ შეიძლება კვლავაც ჩამოვარდეს დედამიწაზე მეტეორიტი?
მეცნიერები ასეთ შემთხვევასაც არ გამორიცხავენ – დაახლოებით ას წელიწადში ერთხელ დედამიწისგან არც თუ ისე შორს პლანეტა ჩაიქროლებს ხოლმე. ასტეროიდებზე ხომ ლაპარაკი არ არის. უნდა ითქვას, რომ არც თუ ისე იშვიათად მეტეორიტები დედამიწაზეც ეცემა. საკმარისია გავიხსენოთ 1908 წელს ჩამოვარდნილი ტუნგუსური მეტეორიტი, რომელიც სახელგანთქმული 1947 წელს გახდა და მეოტეორიტი გირინა – 1976 წელს ჩამოვარდნილი. საბედნიეროდ არც ერთი არ იყო იმდენად დიდი, რომ დედამიწის ეკოსისტემა დაეზიანებინა.
თუმცა დიდია იმის ალბათობაც, რომ დედამიწა კოსმოსურ გიგანტს შეეჯახება. 2029 წელს დედამიწისგან 37 ათასი კილომეტრის მოშორებით ჩაიქროლებს ასტეროიდი აპოფისი. მან რომ ტრაექტორია შეიცვალოს, შეიძლება დედამიწას შეეჯახოს. მაშინ კი მოხდება აფეთქება,რომლის სიმძლავრეც 500 მეგატონას შეადგენს. ტუნგუსური მეტეორიტის სიმძლავრე კი მხოლოდ 10 მეგატონა იყო. იბადება კითხვა – გაუძლებს კი კაცობრიობა ასეთ შეჯახებას?

მეექვსე ვერსია – მეცნიერება
აპოკალიფსის გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისევ და ისევ ადამიანი თავისი მეცნიერებით. საკმარისია გავიხსენოთ ანეკდოტი:”სამყაროში ფიზიკოსებს აქვთ საინტერესო ტრადიცია – ყოველ 15 მილიარდ წელიწადში ერთხელ ისინი იკრიბებიან და უშვებენ დიდ ანდრონულ კოლაიდერს”. რა თქმა უნდა ეს ანეკდოტია, თუმცა ყველა მეცნიერმა შესანიშნავად იცის, რომ პატარა ხარვეზიც კი ამ მოწყობილობის მუშაობაში გამოიწვევს სავალალო შედეგებს. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ ხარვეზს შეუძლია მზის სისტემაში შავი ხვრელის გაჩენა, რომელიც არა მხოლოდ დედამიწასა და სხვა პლანეტებს შთანთქავს, არამედ ვარსკვლავებსაც.
კატასტროფა შეიძლება აგრეთვე მოხდეს ვირუსის შექმნით, რომელიც მოსპობს ყოველგვარ სიცოცხლეს დედამიწაზე. პანდემიის გავრცელების სისწრაფე ისეთი იქნება, რომ მეცნიერები დამცავი ვაქცინის შექმნასაც კი ვერ მოასწრებენ. ასეთი შემთხვევა კი ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ძალიან ცოტამ იცის თუ რითი არიან დღეს მეცნიერები დაკავებულები. ყოველი მხრიდან გვატყობინებენ ქათმისა და ღორის გრიპის, ატიპური პნევმონიისა და სხვა მრავალი ვირუსის შესახებ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წამს მეცნიერებმა შეიძლება შემთხვევითაც კი შექმნან საშინელი, მომაკვდინებელი ვირუსი.

მეშვიდე ვერსია – ომი
საიდუმლო არაა ის, რომ მრავალ ქვეყანაში აქვთ ბირთვული იარაღი, რომელიც მუდამ საომარ მზადყოფნაშია. მთელი მსოფლიო დენთით სავსე კასრზე ზის – ერთი ბრძანება საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწის მთელი ზედაპირი გამომწვარ რადიოაქტიურ უდაბნოდ იქცეს. ასეთი ქცევის მიზეზი ცოტა არაა.
ჯერ კიდევ ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი იქნებოდა კონფლიქტი ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ასე, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ აპოკალიფსის მიზეზი ეს გახდეს.

წყარო:ucnauri.com
1780251855
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა
„ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს“, - ამის შ...
1780251746
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე პოლიციელებს: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა
მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას დაუთმეთ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კ...
1780251669
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხე...
1780248994
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე
პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღის...
1780248933
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავე...






























