ჩვენ არ ვთვლით, რომ მედია დანაშაულის თანამზრახველად უნდა იქცეს - თამარ ჩერგოლეიშვილი
გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მორიგ პოსტს აქვეყნებს და მედიას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"ორი შემთხვევა მიეწყო ერთმანეთს და გამოვეხმაურები.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ზურა ადეიშვილზე თავდასხმის ვიდეო.
ვიდეოდანვე ჩანდა, რომ ეს არ იყო სერიოზული თავდასხმა.
ეს იყო გადასაღებად და გასავრცელებლად ჩადენილი მაიმუნობა.
ანუ ვინც თავს დაესხა, ან თავდასხმა დაავალა, ამ საქმეში მარტო არ იყო, ახლდა "ოპერატორი" და ამ საქმეში პარტნიორად მოიაზრებდა მედიას - გასავრცელებლად იყო გადაღებული.
ვიდეოდანვე ჩანდა, რომ ამოცანა იყო გავრცელებულიყო, რომ ადეიშვილს თავს დაესხნენ და ამით დაემცირებინათ.
ეს ვიდეო ჩვენ ზუსტად ამ მოტივით არ გავავრცელეთ (ინფორმაცია ცხადია გავავრცელეთ).
განა იმიტომ, რომ გავრცელებას აღვკვეთდით - რეპუტაციულად ასე გვირჩევნია.
არ გვინდა ვიღაც ავაზაკები თვლიდნენ, რომ ჩვენი გამოყენება შეუძლიათ.
ჩვენ არ ვთვლით, რომ მედია დანაშაულის თანამზრახველად უნდა იქცეს.
იგივე ხდება ახლა მღვდლების ჩხუბზეც. (ბევრად მძიმე ქეისია)
ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დასძახის რაღაც ბრალდებებს და სასტიკად სცემს.
ამ ყველაფერს აკეთებს კამერის წინ - გადასაღებად და გასავრცელებლად.
მედიას მოეთხოვება დაფიქრდეს, როცა ასეთ მასალას აძლევენ - დანაშაულში თანამზრახველად ხომ არ სჭირდება ვინმეს.
შეიძლება სულაც არ არის ასე - მაგრამ რატომღაც ასე გამოიყურება, ლოგიკურად, საღი აზრით, მინიმალური ანალიზით.
ზოგადად, ყველს რომ დაინახავთ, რომ დაზუმოთ და იმასაც შეხედოთ, სათაგურში ხომ არ დევს - ყველასთვის კარგი იქნება.
ნუ იქცევით მანიპულაციის იარაღად",-წერს, თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
1780251746
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე პოლიციელებს: საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა
მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისთვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას დაუთმეთ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კ...
1780251669
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია
პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხე...
1780248994
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე
პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღის...
1780248933
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ
თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავე...
1780248853
ახალი ამბებიპრემიერი: სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა
გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამი...






























