„23 ნოემბერს ბუტა მოკლეს!“ - 17წელი 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან

„17 წლის წინ დედამ სახლიდან გაუშვა შვილი და მაგის მერე ყოველ დღე მის სუნთქვას ეძებს“, - წერს სოციალურ ქსელში ლიკა გამრეკელი  ბუტა რობაქიძეზე.

ცხოვრება ერთადერთი შვილის გარეშე, ყველაზე სასტიკი ამქვეყნიური განსაცდელია, რომელსაც გმირობა სჭირდება!

სიმართლე - ერთადერთი ნუგეშია! გულწრფელობა - ერთადერთი გზა თანაზიარების! ყოველ წელს 23 ნოემბერს, ერთი ოჯახი ისევ კვდება, ჩვენი ქვეყანა კი ისევ გლოვობს!!! 

23 ნოემბერს ბუტა მოკლეს!“, - წერს ფეისბუკვერდზე გამრეკელი.

19 წლის ბუტა რობაქიძე  2004 წელს მოკლეს.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. პატრულის თანამშრომლებმა BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი პირების დაკავების ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - პატრულის მიერ გასროლილი ტყვიით 19 წლის ამირან რობაქიძე გარდაიცვალა. მანქანაში მსხდომი კიდევ ხუთი პიროვნება - კახაბერ აზარიაშვილი, აკაკი ბართაია, გიორგი ქურდაძე, ირაკლი მიქაბერიძე და ლევან დანგაძე - სამართალდაცავებმა დააკავეს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი 2018 წელს გაიხსნა. 

მსგავსი თემები:

🔵  „იმდენი ქართული სისხლი დაღვარა სააკაშვილმა, ის არ არის სიცოცხლის ღირსი“ - მოკლული ბუტა რობაქიძის მამა

🔵 ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე: მანქანის შემოწმებისას, იარაღი ავტომობილში არ ყოფილა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776421188

ახალი ამბები

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...

ამინდი პროგნოზი

1776420173

ახალი ამბები

„ტკივილი და სიცარიელე“ - ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებაზე პირველი კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ტკივილსა და სიცარიელეს“ გრძნობს. ამის შესახებ ორბანმა Patriót...

ვიქტორ ორბანი

1776420095

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ფრანგი გაბა დამატებით დროში დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი

1776419868

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა ბოლო დღეებში თურქეთის სკოლებში მომ...

შალვა პაპუაშვილი

1776419835

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე