აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, 17 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა

ბათუმის იუსტიციის სახლში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, 17 ეკომიგრანტ ოჯახს მათ მიერ შერჩეული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიით დაზარალებულებმა სახლი/ბინა/მშენებარე ფართი სამინისტროს თანადაფინანსებით შეიძინეს, თითოეულ ოჯახს გამოეყო 50 000 ლარი.

ოჯახებს ახალი საცხოვრისის შეძენა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიულოცა.

„აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა გრძელდება. მიმდინარე წელს უკვე 75 ოჯახმა შეძლო საცხოვრებელი ფართის შეძენა, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 150-მდე გაიზრდება. პროგრამას ეტაპობრივად ვაფართოებთ, წლიდან წლამდე ვნერგავთ სიახლეებს, რათა დაზარალებულ ოჯახებს მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. 2025 წელს პროგრამისთვის გათვალისწინებულია 7 740 000 ლარი“, - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

2025 წელს განხორციელებული სიახლის თანახმად, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, პროგრამით გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე, ააშენოს საცხოვრებელი სახლი.

„მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში ვცხოვრობდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენს სახლთან მეწყრული პროცესები გააქტიურდა და განსაკუთრებით უამინდობის დროს შეუძლებელი იყო იქ გაჩერება. პირველ ეტაპზე ხულოს თვითმმართველობას მივმართეთ, შესაბამისი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე აჭარის ჯანდაცვის პროგრამაში ჩავერთეთ და შევიძინეთ ბინა ქალაქ ბათუმში. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გვერდით იდგა ამ რთულ გზაზე“, - ამბობს პროგრამის მოსარგებლე, ემზარ პაქსაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, ეკომიგრანტ ოჯახებს შესაძლებლობა მიეცათ, საცხოვრებლად ვარგისი ფართი შეისყიდონ მშენებარე კორპუსშიც. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამა ამოქმედდა 2016 წელს, ჯამში შეძენილია 934 საცხოვრებელი ფართი, გამოიყო 30 მილიონ 999 942 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748629545

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...

შალვა პაპუაშვილი

1748628798

ახალი ამბები

ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...

ნინო წილოსანი

1748626553

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“:​ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ

„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1748624913

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“,...

თეა წულუკიანი

1748623284

ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს

„დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდე...

ზოგადი