აფხაზეთის მეომართა კავშირი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული, - აღნიშნულია აფხაზეთის მეომართა კავშირის განცხადებაში.

„აფხაზეთის მეომართა კავშირი კატეგორიულად გმობს იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება - 9 წელი" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ქართველი მეომრები აფხაზ ტყვეებს ხვრეტდნენ, ხოლო რუსულ მხარეს ტყვეების მიმართ „დისციპლინა“ ჰქონდა და მათ მიერ აყვანილ ტყვეებს ცვლიდნენ.

ეს განცხადება პროვოკაციული, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია, რომელიც პატრიოტ ქართველ მებრძოლებს სამხედრო დამნაშავეებად წარმოაჩენს, ლახავს მათ პატივსა და ღირსებას და ვერაგულად და მიზანმიმართულად ამახინჯებს სინამდვილეს! ასეთი შეფასება ჩვენთვის არამხოლოდ ისტორიულად უსაფუძვლო და მიუღებელია, არამედ განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც აფხაზეთის ომში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს მებრძოლთა კოლექტიური დადანაშაულება მტკიცებულებების გარეშე ვერანაირად ვერ აღიქმება ისტორიულ ფაქტად! მოვუწოდებთ ბარამიძეს, დაასახელოს მისი განცხადების დამადასტურებელი კონკრეტული შემთხვევები და ფაქტები, რაც უკვე შესაბამისი სტრუქტურების მოკვლევის საგნად უნდა იქცეს!

განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში რუსეთის სამხედრო ძალების დისციპლინისა და ტყვეებისადმი „ჰუმანური“ დამოკიდებულების დადებით მაგალითად წარმოჩენა.

ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ და პოლიტიკურ რეალობას, რომელშიც განვითარდა აფხაზეთის კონფლიქტი და რომლის უმძიმესი შედეგებიც საქართველოსთვის დღემდე დიდ გამოწვევად რჩება.

ისტორიული სიმართლის დადგენა ვერ მოხდება საქართველოს დამცველების კოლექტიური დადანაშაულებით და რუსეთის სამხედრო როლის მორალურად გამართლების გზით.
აფხაზეთის ომის ისტორია არ არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით ქართველი მებრძოლების ღირსება შეილახოს და დაღუპულთა ხსოვნა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული!

აფხაზეთის მეომართაკავშირის თავმჯდომარეანზორ მარგიანიაფხაზეთის მეომართა კავშირისმეთაურთა საბჭოს თავმჯდომარელევან ქეცბაია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786025566

საზოგადოება

ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილთან და ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმ...

ირაკლი კობახიძე

1786024317

ახალი ამბები

ჯივიპი 8 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

8 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N11ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1786024214

საზოგადოება

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - მატარებლით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონ...

ირაკლი კობახიძე

1786023188

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებსა“ და „ალიანსში“ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე გარე პატრონები ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია ამ პროცესებს მოარიდონ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფსონი მათზე გაკეთდეს

„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, სასიხარულოა, რომ იმ მომხრეებსაც კარგავენ, რომლებიც ტრადიციულად ჰყავდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს....

ლევან მაჭავარიანი

1786022364

ახალი ამბები

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

5 აგვისტოს, გვიან ღამით ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც „დაიჯესტის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში მუშაობდა.  „გუშინ ღამე მოხდა ავარია, სოფ...

ადიგენიადიგენი