აფხაზეთის ომის მონაწილე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე, გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და მოხდა გაცვლა, იქ ბარამიძე არც ყოფილა

ახლა ვუსმენ ბარამიძეს „ტვ პირველზე“, მაინტერესებდა, რას იტყოდა, იქნებ მცირედ მაინც სინდისის ქენჯნას შეეწუხებინა. არავითარი და ისეთი მამალი ტყუილი დააბრეხვა, ყურებს არ ვუჯერებდი, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ექიმი გია ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ბარამიძემ პირდაპირ ეთერში იცრუა და განაცხადა, თითქოს მან გამოიყვანა გაგრაში დატყვევებული 45 ქართველი მეომარი. ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ავთანდილ იოსელიანის წინადადებით თავად ჩაერთო ტყვეების გაცვლის პროცესში და გუდაუთის აეროდრომზე მოწინააღმდეგის 23 ტყვე აფხაზეთის წარმომადგენლებთან ქართველ ტყვეებში გაიცვალა, გიორგი ბარამიძე კი იქ არავის უნახავს.

მისივე განცხადებით, 13 თვე და 13 დღე იყო აფხაზეთში, საიდანაც სვანეთის გავლით ფეხით ჩამოვიდა და მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთანაც ითანამშრომლოს.

„ვციტირებ: ყველზე მეტი ჩვენი ტყვე 45 მეომარი მოწინააღმდეგემ აიყვანა გაგრაში, ერთ-ერთ სანატორიუმში. მეორე დღესვე ჩავედი გუდაუთაში, შევხვდი ანქვაბს და მოვინახულე ჩვენი ბიჭები საკონცენტრაციო ბანაკში. ვუთხარი მათ, რომ ვარ პარლამენტის წევრი და მათ იქიდან გამოვიყვანდი. ასეც მოხდა, გამოვიყვანე. ესაა სრული ტყუილი და თუ თავის ქებად არ ჩამითვლით, მოვყვები, როგორ მოხდა მათი განთავისუფლება. ცხონებულმა ავთო იოსელიანმა მთხოვა, რომ იქნებ ჯობდეს ამ პროცესში ჩავრთულიყავი, როგორც ჩვენი მხარის წარმომადგენელი, როგორც ექიმი და დავხმარებოდით ბიჭებს. რასაკვირველია, დავთანხმდი და იმავე დღეს ჩავფრინდით გუდაუთაში, სადაც რუსული ბაზის აეროდრომზე შევხვდით არძინბას. მოვილაპარაკეთ ამ პროცესის დეტალებზე და დავბრუნდით სოხუმში. ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე, მეომარი, რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ სოხუმში და იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში. აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია. მოიყვანეს ჩვენი ბიჭები უკლებლივ და მოხდა გაცვლა ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე, იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს.

P.S. ერთი ლირიკული გადახვევა. გაცვლის პროცედურების დამთავრების შემდეგ ოზგანი მეუბნება, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს და თუ შეიძლება, მანქანაში ჩაჯექით. ჩავჯექი და ეუბნება მძღოლს, გადადი მანქანიდან. მერე მომიტრიალდა და ჩუმად მეუბნება, თქვენ, ალბათ, იცნობთ კარგად ბატონ ედუარდს და გთხოვთ, გადასცეთ, რომ მე მას უდიდეს პატივს ვცემ!!! აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ბარამიძე უტიფრად ტყუის. პროკურატურას თუ სურვილი ექნება, მზად ვარ, დამკითხონ, თანაც 13 თვე და 13 დღე ვიყავი აფხაზეთში და სვანეთის გამოვლით ფეხით ჩამოვედი ქუთაისში“, - წერს გია ნიშნიანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786117331

საზოგადოება

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. პრ...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ

1786114685

მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა

საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა, - განაცხადა საფ...

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

1786112478

საზოგადოება

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრი, გიორგი სიხარულიძე აცხადებს, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს. საინიციატივო ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ იურიდიული...

გიორგი სიხარულიძე

1786110347

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის №37-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების 1000 მმ-იან მაგისტრალურ მილსადენზე რთული ტექნიკური დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1786109955

საზოგადოება

გურამ ნიკოლაშვილი: ისტორიას ვერ გადაწერთ. რაც არ უნდა იხმაუროს დამარცხებულმა პარტიამ, მისი დანაშაულები ვერ გადაიფარება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი გურამ ნიკოლაშვილი 2008 წლის ომის წლისთავს და ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან მორიგი ყიჟინაა ა...

გურამ ნიკოლაშვილი