"ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ" - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი უკრაინას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქეებს მიმართავს.

"უკრაინას საფრთხე ემუქრება, მის საზღვრებთან მტრის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა, დასავლეთმა უკვე თქვა, რომ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში იქნება სერიოზული ეკონომიკური სანქციები.

საკმარისია ეს იმისთვის, რომ შევაჩეროთ პუტინი? - არა მგონია თუმცა ვიცი, რომ მას შეაჩერებს მხოლოდ უკრაინელი ხალხის ერთიანობა და სიმტკიცე, სიმტკიცეს უკრაინელ ხალხს ვერ წაართმევ.

მე არა ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინის არანაირი შიში არ აქვს, რაც ჩვენს რეგიონში უნიკალური თვისებაა.

ეს შიში არც იმ ჯარისკაცებს აქვთ, ვინც სანგრებშია და არც რეზერვისტებს, თუმცა სამწუხაროდ ერთიანობასთან მიმართებაში ცუდი მდგომარეობაა.

ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის, ჩემი მეგობრები ასუსტებენ ქვეყანას და აღრმავებენ პოლარიზაციას.

რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემაა, მაგრამ ახლა არ არის დრო, რომ ერთმანეთს ყელში ვწვდეთ და ოპონენტის დახრჩობის სურვილით ქვეყანა დავღუპოთ.

როცა დღეს საფრთხე ასეთი რეალურია და არჩევნებამდე ჯერ შორია, სწორი იქნება თუ დავძლევთ განსხვავებებს და უთანხმოებას და გავამყარებთ ფრონტს აგრესორის წინააღმდეგ, არა ხელისუფლების, არამედ უკრაინის გარშემო და მისი გუნდისთვის, როცა იქნება ერთიანობა მსოფლიო უფრო დაგვიჭერს მხარს, ჩვენი ძალა ერთობაშია და ვერც ერთი აგრესორი ვერ გაბედავს უკრაინაში ცხვირის შემოყოფას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სხვა სიახლეები:

🔲 თეა წულუკიანი "შერიგების იდეაზე": ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი რა შეიძლება იყოს

🔲 ევროპის მედიკამენტების სააგენტომ კორონავირუსის სამკურნალო სამი პრეპარატი დაამტკიცა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება