"ახლა მივხვდი, რატომ შემოვიდა ამდენი რუსი მარტიდან უკვე აქ - ბევრი აქ ჩამოსული რუსი, სულ არ გაქცევია რაიმე რეჟიმს, უბრალოდ ჯიბეზე ფიქრობდნენ და შემოსავალზე" - რას წერს "რუსების შემოსევაზე" განათლების ექსპერტი

მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში ქეთი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მინდა დავწერო ტექნოლოგიებზე, მომავლის პროფესიებზე და რუსების შემოსევაზე.
ალბათ იფიქრებთ რა კავშირშია ეს ყველაფერიო, მაგრამ ეს ორი დღეა და მანამდეც ვფიქრობდი სულ ამაზე
გუშინ სპორტის სასახლესთან უამრავი რუსი იკრიბებოდა და სადღაც მიდიოდნენ, რომელიღაც ევროპულ კომპანიას ჰქონდა დაგეგმილი გასვლითი ღონისძიება და შესაბამისად აქ დასაქმებული რუსებიც გამოცხადდნენ ქალაქგარეთ ერთდღიანი სასიამოვნო პიკნიკისთვის.
საიდან დასაქმდნენო ასე მარტივად და სწრაფად აქო იფიქრებთ, მეც ამ აზრმა გამიელვა თავში და მერე გავარკვიე რაში ყოფილა საქმე.
ძალიან ბევრი რუსი პროგრამისტი და ფიზიკა - მათემატიკოსი მუშაობდა ევროპულ და არამარტო ევროპულ კომპანიებთან ონლაინ;
ისინი აძლევდნენ დავალებებს, რუსი ახალგაზრდები ასრულებდნენ ( ზოგი დავალება ეხება მაგალითად სასწავლო პლატფორმების აწყობას, მასალის გაციფრულებას და ა.შ.).
როდესაც თებერვალში ომი დაიწყო, აღნიშნულ კომპანიებს შეუთავაზებიათ, ან დატოვეთ რუსეთი ან ხელშეკრულებებს გაგიწყვეტთ, რუსეთში თანხის გადმორიცხვა არ გვინდაო.
ვინც დატოვებდა რუსეთს, მათ შესთავაზეს რამდენიმე სახელმწიფო წასასვლელად და დამატებითი თანხაც, ქვეყნის დატოვების ხარჯი;
აღნიშნული პროფესიის ხალხს (განსაკუთრებით ფიზიკოსებს და მათემატიკოსებს ) რუსეთში 2 000 - 4 000 დოლარიანი სამსახურის შოვნა სავარაუდოდ გაუჭირდებოდათ, არც რიგით პროგრამისტებს მგონია გადაუხადონ ამხელა თანხა, შესაბამისად მასიურად დატოვეს ქვეყანა თანამშრომლებმა და მიგირდნენ აქ, იმიტომ რომ, ევროპაში ცხოვრება ძვირია და საქართველო მაინც ნაცნობი ქვეყანაა მათ ცნობიერებაში, თან შედარებით იაფიც.
სადღაც 700 კაცამდე იყო გუშინ სპორტის სასახლესთან, რა საკვირველია ევროპულმა კომპანიამ აქაურებიც დაასაქმა ამ პერიოდში, სავარაუდოდ ყველა თანამშრომელი არ დატოვებდა ქვეყანას, მაგრამ ბევრი, ალბათ 400 კაცამდე მაინც რუსები იყვნენ.
ახლა მივხვდი, რატომ შემოვიდა ამდენი რუსი მარტიდან უკვე აქ. სხვა მიზეზებიც იქნება.
ასე, რომ ბევრი აქ ჩამოსული რუსი, სულ არ გაქცევია რაიმე რეჟიმს, უბრალოდ ჯიბეზე ფიქრობდნენ და შემოსავალზე.
ამ ფაქტზე ვიფიქრე ბევრი, და ერთ რამეზე დამწყდა გული, 2008-იდან დღემდე, აქტიურად რომ გაგვეწია ახალგაზრდებთან მუშაობა, აგვემაღლებინა მათი ცნობიერება ტექნოლოგიების მიმართ, დაგვენახვებინა, როგორ შეიძლება სამომავლოდ ონლაინ დასაქმდე, ახლა ევროპულ კომპანიებში 3000 დოლარიანი სამუშაო ხომ ბევრ ახალგაზრდას ექნებოდა?
გული დამწყდა, რომ თაობის ინფორმირებულობა ვერ მოვახერხეთ აქამდე სწორად.
მარტო პოლიტიკური და სკანდალური თოქ-შოუები რომაა რეიტინგული, უინეტერესო ერთფეროვანი კონტენტით, ხომ შეიძლებოდა გაკეთებულიყო რაიმე თოქ-შოუ ახალგაზრდებისთვის, რომელიც იქნებოდა ფოკუსით მომავალზე?
მომავლის პროფესიებზე და მსგავს ამბებზე.
მერე კიდევ ვიფიქრე, ახალ თაობასთან ერთი პერიოდი მიდიოდა მუშაობა, რომ არც ერთი პროფესია არაა სათაკილო და მიიღო ეს შეძახილი, უდიდესი პატივისცემით ვარ განწყობილი გლოვოს, ვოლტ-ის თანამშრომლების მიმართ, 24-საათი დაუღალავად შრომობენ, მაგრამ როდესღაც ამ 24-28 წლის ბიჭებისთვის რომ ეთქვათ, ისწავლეთ პროგრამირება, ფიზიკა და მათემატიკა და შეიძლება სახლიდან გაუსვლელად 3000 დოლარიანი სამსახური გქონდეთო, ხომ ისწავლიდნენ? ალბათ კი.
არის ხოლმე არგუმენტები, რომ 15 წლის წინ ყველას არ ჰქონდა კომპიუტერი, არ არის ამდენი მასწავლებელი მარტო რომ პროგრამირება ისწავლონ, და მართალია, არ იყო და არც ახლა არის პროგრამირების მასწავლებლები, მაგრამ როგორღაც დაინტერესებული, მონდომებული ახალგაზრდები ახერხებენ სწავლას და წინსვლას, ალბათ დროა უკეთ დავიგეგმოთ და დავგეგმოთ მომავალი თაობაც, რომ წლების მერე საქართველოდან გაქცევაზე კი არ იყვნენ მომართულები, არამედ აქ ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
თუ ამდენმა რუსმა მოახერხა ევროპულ კომპანიებში მუშაობის დაწყება, არ მგონია, რომ ჩვენები რამით უკან იყვნენ და ჩვენს ახალგაზრდებს არ ჰქონოდათ უნარი იგივე დავალებების უკეთ შესრულების
ამიტომ მშობლებსაც გირჩევდით ამ მიმართულებით რომ იფიქროთ, 100 -იდან 80 ბიზნესს ადმინისტრირებაზე რომ აბარებს, ან რაიმე მსგავს პროფესიაზე, თქვენც გაიფართოვეთ თვალსაწიერი და ურჩიეთ თქვენს შვილებს აირჩიონ STEM-ში შემავალი საგნები. მარტო დიპლომის ქონა აღარაა საკმარისი.
ჯერჯერობით ამის თქმა მინდოდა.
ახლა ვიფიქრებ, როგორ დავგეგმოთ უკეთ ახალგაზრდების ინფორმირებულობა, თუ რაიმე იდეები გექნებათ მომაწოდეთ", - წერს ცერცვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1760463316
ახალი ამბებიალესანდრო ნესტა თბილისშია: წლების განმავლობაში კახა კალაძესთან ერთად ვთამაშობდი და იმ პერიოდთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს გუნდი წლიდან წლამდე ვითარდება
ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო ნესტა თბილისშია. „ქრონიკასთან“ ფეხბურთელმა „მილანში“ თამაშის დროს მის თანაგუნდელ კახა კალაძესა და საქართველოს ამჟამინდელ საფეხბურთო ნაკრებზე ისაუბრა. „საქართველოსა და ამ ქვ...
1760461672
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე გლობალური შიმშილის ინდექსში პრობლემისგან თავისუფლებით საქართველოს პირველ პოზიციაზე: ასეთ კვლევებში ყველასთვის ნათელია, რომ საქართველო სწორად უძღვება საკუთარ პოლიტიკას
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზ...
1760459588
მსოფლიოზელენსკიმ ოდესის მერს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს, ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინსა და პარლამენტის ყოფილ დეპუ...
1760457589
საზოგადოებადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სრული აბსურდია „ტვ პირველის“ ინფორმაცია - მამა ანდრია ჯაღმაიძის კომისია არ არსებობს! მამა დოროთეს იბარებს კომისია, სადაც პატრიარქის მოსაყდრე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, პატრიარქის მდივანი შედიან წევრებად
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „პირველში“ გასულ ინფორმაციას ეხმაურება. „გილოცავთ სვეტიცხოვლობას! ეკლესიურმა ხალ...
1760457488
საზოგადოებაელინა ვალტონენი: საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება
საქართველოში ვიზიტი აქცენტირებული არის სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ წყობაში ხალხს მიეცეს არჩევანის უფლება, - განაცხადა ეუთო-ს თავმჯდომარემ, ფინეთის...