ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზებული პროცესი გახდა, პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ მეგობრობაზე დაყრდნობით

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საშემოდგომო სესიაში მონაწილეობს.

ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „პერსპექტივების დაახლოება: დიალოგის, მედიაციისა და ნდობის განმტკიცება ცვალებად ეპოქაში“.

„ჰელსინკის დასკვნითი აქტის 50 წლის იუბილე წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დოკუმენტი, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ მშვიდობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად, დღეს კვლავ აქტუალურია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ კეთილი მიზნებით შექმნილი მექანიზმები ხშირად იდეოლოგიური დამახინჯებისა და პოლარიზაციის ობიექტად იქცევა. ათწლეულების განმავლობაში აგრესიის, ტერიტორიების ოკუპაციის, რომლის პირველი სამწუხარო მაგალითიც საქართველოა, კონფლიქტებისა და შიდა დესტაბილიზაციის ხელშეწყობის პირობებში, რიგი პოლიტიკური ძალები კვლავაც ვერ სწავლობენ წარსულის გაკვეთილებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან თავის გამოსვლაში ისაუბრა თანამედროვე პოლიტიკურ ტენდენციებსა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე.

„ნათელია რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ცდილობს ხალხის ნების იგნორირებას, ისინი დემოკრატიის სახელით ცდილობენ უგულებელყონ არჩევნების შედეგები და კულტურული თავისებურებები; ხელს უწყობენ რადიკალიზმის ზრდას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არადემოკრატიული გზებით ცდილობენ გავლენის მოპოვებას, რაც სახელმწიფოთა სტაბილურობას და უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს", - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არჩევნების სადამკვირვებლო მისიების მზარდ პოლიტიზებას, რაც საფრთხეს უქმნის ორგანიზაციის სანდოობას და იმ სტანდარტებს, რომელსაც ორგანიზაცია წლების განმავლობაში ემსახურება.

„არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტად პოლიტიზებული პროცესი გახდა, პოლიტიკური ჯგუფები უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ იდეოლოგიურ მოკავშირეებს და შეფასებებს აკეთებენ არა არსებულ ფაქტებზე, არამედ იდეოლოგიურ და პარტიულ მეგობრობაზე დაყრდნობით. ეს, თავის მხრივ, ძირს უთხრის ორგანიზაციის სანდოობას და საქმიანობას, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ეწეოდა.

ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და კვლავ ვიხილავთ ხალხის სუვერენული ნების პატივისცემას, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს დემოკრატიის ძირითად საფუძველს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 17-19 ნოემბერს, სტამბულში ტარდება. დელეგაციის შემადგენლობაშია აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763406133

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: კონკრეტულ ქვეყნებსაც და ევროპულ ბიუროკრატიასაც დაკარგული აქვს სუვერენიტეტი, აცხადებენ, თურმე 27 ნოემბერს ის ევროინტეგრაცია შეგვიჩერებია, რომელიც მათ შეაჩერეს 27 ივნისს

დადეს კონკრეტული დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თურმე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროპული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებით, შეჩერებულა, კონკრეტულად, 2024 წლის 27 ივნისს, ანუ თურმე ის ევროინტეგრაც...

ირაკლი კობახიძე

1763406053

საზოგადოება

პრემიერი: როგორც კი უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ

„როგორც კი მარგინალური რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსა...

ირაკლი კობახიძე

1763405997

საზოგადოება

პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე: ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა”

„ქართველ ხალხს ვერ პატიობენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ უკან მდგომი არაფორმალური მმართველები იმას, რომ არ დააბრუნეს ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, ამის გამო მუდმივი შანტაჟის ქვეშ ცდილობენ ამ...

ირაკლი კობახიძე

1763405942

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთ...

ირაკლი კობახიძე

1763405910

საზოგადოება

პრემიერი: უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე - როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება

„როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი ძალა ვერ ექნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

ირაკლი კობახიძე /