ირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების გარეშე - ყველამ იცის, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას
„იგლ ჰილსის“ პროექტი აჭარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ პროექტის ნახევარი ხორციელდება აჭარაში გონიოს მიმდებარედ, შესაბამისად, ეს პროექტი ხელს შეუწყობს კონკრეტულად აჭარის რეგიონის, ტურიზმის განვითარებას, ზოგადად ამ მხარის განვითარებას და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა.
„მნიშვნელოვანია,ნებისმიერი დისკუსია წარიმართებოდეს არგუმენტებით, კონკრეტული არგუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი ორივე მხრიდან. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული მონაცემებით, ვცდილობთ, წარმოვადგინოთ არგუმენტები ყველა თემასთან დაკავშირებით. მეორე მხრიდან არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, კონკრეტული არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა. თვალს ვადევნებდი კომენტარებს, რომლებიც ჩემი იდეის გავრცელების შემდეგ ვიხილე, სოციალურ მედიაში არც ფაქტები, არც არგუმენტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არის სპეკულაციები, რადგან საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ ასეთი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები კომერციული საიდუმლოების სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება.
„ეს თემა პირველად წამოწია, როგორც მახსოვს პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერმა. მთელი ცინიზმი ამ ყველაფერში მდგომარეობს რაში, რომ მას თავად ჰქონდა გაფორმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფოსთან ხელშეკრულება, საქმე ეხება ანაკლიის კონსორციუმისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ზუსტად იგივე წესით იყო გასაიდუმლოებული. ახლა ეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის, რა წესით, კანონმდებლობის დაცვით, როგორ ხდება ასეთი ტიპის ხელშეკრულებისთვის საიდუმლოების სტატუსის მინიჭება, სპეკულირებს. მე ვუსმენდი მას თავის დროზე, როცა განცხადებებს აკეთებდა, პირველად ვიგრძენი, რომ მანაც უხერხულობა იგრძნო ამაზე საუბრის დროს. ისეთი რაღაც დაავალეს, ისეთი სპეკულაციებით გამოსვლა, რომ უხერხულობა იგრძნო. სხვა დროსაც სპეკულირებს ხოლმე, მაგრამ არ გრძნობს არავითარ უხერხულობას. აქ მანაც კი უხერხულობა იგრძნო, ეს ეტყობოდა მას საუბრის დროს. კონკრეტული ფაქტი აქვს მას, მის კონსორციუმსა და მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება, მას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი, ზუსტად იგივე წესით მოხდა ამ სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის მარტივი, ეს არის კომერციული ხელშეკრულება და ნებისმიერი კომერციული ხელშეკრულება, მათ შორის მთავრობასა და კომერციულ სუბიექტს შორის დადებული შეთანხმება, ექვემდებარება შეთანხმებას რთული მოლაპარაკების საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ვიდრე საბოლოო ჯამში გაფორმდებოდა „იგლ ჰილსთან“ შეთანხმება, ამას წინ უძღოდა დაახლოებით 3-4-თვიანი მოლაპარაკებები, თითოეული პუნქტი და დეტალი თანხმდებოდა და სახელმწიფოს ინტერესებში იყო, მაქსიმუმი წამოეღო ამ შეთანხმებიდან.
„ერთ-ერთი პუნქტი, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ეს არის 33%-იანი მოგება, რაც წამოიღო სახელმწიფომ ამ პროექტიდან. ჩვენ ვთხოვეთ პარტნიორ კომპანიას, რომ მოეცა ჩვენთვის უფლება, გვესაუბრა საჯაროდ ამ 33%-იან დათქმაზე, რომელიც არის ხელშეკრულებაში ჩადებული და მადლობა მათ, რომ ამის საშუალება მოგვცეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება არის გასაიდუმლოებული. შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც იგივე პრინციპით შევიდა ეს კომპანია და სახელმწიფო ბიუჯეტში უტოვებს არა 33%-ს, არამედ მაგალითად, 30% ან 25%. ასეთ დროს, როდესაც შენ ასაჯაროებ ხელშეკრულების კონკრეტულ პუნქტს, ან წარსულში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეიძლება, შეექმნას უხერხულობა, ან სამომავლოდ ისუსტებ შენს პოზიციებს. ამიტომ ძალიან კარგად იცის ყველამ, ვინც არის ჩახედული ასეთი ტიპის პროცესებში, თუ რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას. როდესაც ასეთ პირობებში მაინც ახერხებ სპეკულირებას, ეს მეტყველებს ასეთი ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1763406408
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, თავისუფლად, სტაბილურად და თანმიმდევრულად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე, მომავალი წლიდან რადიკალურად იქნება გაუმჯობესებული მართვის ეფექტიანობაც და ხარჯეფექტიანობაც
ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებულები ქვეყნის განვითარებაზე, - განაცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მისი...
1763406362
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე, ამ 8 ათასი ადამიანიდან 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - განაცხადა ს...
1763406310
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს და სწორედ ასეთ პირობებში ეძლევა სამართლებრივ სისტემას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა
ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული და დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხ...
1763406256
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არა მარტო გამოძიებები იწყება ადამიანების წინააღმდეგ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, არამედ გამჭვირვალეა მთავრობის გადაწყვეტილებები, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა
„კორუფციასთან ბრძოლაზე როცა არის საუბარი, ჩვენთვის მთავარი კი არ არის, რომ ვინმე დავიჭიროთ ან ვინმეს მიმართ რაღაც ისეთი ზომები ავამოქმედოთ, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა მა...
1763406175
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პოდოლიაკი ამბობდა, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს ის ითხოვდა მეორე ფრონტს, როცა ასეთები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ
„პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდ...


























