ალი ასადოვი: აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი დღეს სანდო პარტნიორები არიან.
„ბატონო ირაკლი, საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ნიკოლ, სომხეთის პრემიერ-მინისტრო და დარბაზში მყოფ დელეგატებსაც მივესალმები და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ტრადიციული მოწვევისთვის, ძალიან გულთბილი მიღებისთვის და ფორუმის შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ძალიან მახარებს, რომ დავბრუნდი საქართველოს დედაქალაქში. ყოველწლიურად თბილისი კიდევ უფრო შესანიშნავი ხდება, ქალაქი იზრდება, ვითარდება და გასულ წელს რომ შევადაროთ, ძალიან შთამბეჭდავია ზრდა და განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა. რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ფორუმი იქცა პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმად, სადაც ხდება იდეების გაცვლა რეგიონულ, გლობალურ საკითხებზე და დღის წესრიგზე. ბოლო მოვლენები, რომელიც გლობალურად ვითარდება და განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის და ტრანსპორტის მიმართულებით იქცევა ჩვენი დისკუსიის საგნად, ხაზს უსვამს ამ თავშეყრის მნიშვნელობას“, – განაცხადა ალი ასადოვმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა და წვლილი შეჰქონდა განვითარებაში.
„აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გაძლიერებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპასა და აზიას ევრაზიული მარშრუტის გზაზე. წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონის სტაბილურობისა და მშვიდობისათვის.
ჩვენი ქვეყნები დღეს სანდო პარტნიორები არიან, არამარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც. სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ტრადიციულად ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა, გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
1761121025
საზოგადოებაბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრო...
1761119929
საზოგადოებანიკოლ ფაშინიანი: ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ
თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, გახსნით პანელზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პროექტებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სომხეთის პრ...
1761119898
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი...
1761119865
საზოგადოებაპრემიერი: გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი
გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის...
1761119805
საზოგადოებალევან მახაშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვაზე: საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება
ლევან მახაშვილი გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს აფასებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი...