თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები მიიღოს

„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის.“
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით.
„ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
1761134348
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა...
1761133259
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, - ინფორმაციას საქართვ...
1761133181
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგების ფონზე, საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად
„საქართველო არა მხოლოდ გზაჯვარედინია, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს, არამედ არის ის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება კულტურები, ეკონომიკები და იდეები. ეს საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლე...
1761133132
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში
2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ხაზი გაუსვა დიპლომატიის როლს ეკონომიკური განვითარებისა...
1761132240
ახალი ამბებიპროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის შეძენის, შენახვის და გავრცელების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის შეძენის, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორ...