მარიამ ქვრივიშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების მოწყობა შესთავაზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.

შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ხაზი გაესვა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ დეველოპერულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საამიროების ავიაკომპანიის „ეტიჰად ეარვეისის“ შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც 2026 წლის მარტიდან აბუ - დაბისა და თბილისს შორის პირდაპირ რეისს კვირაში 14-ჯერ შეასრულებს. აღინიშნა, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ხელს ასევე შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრაზე საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ქართველ კოლეგას ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა როგორც აბრეშუმის გზის იდეის განვითარებისთვის წარმატებული სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერებისთვის.

ფორუმის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების მინისტრ მოჰამედ ჰასან ალსუვაიდისთან.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761134348

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული სტრატეგიული პროექტებისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი: საიმედოობიდან ეფექტიანობამდე“ შუა...

მარიამ ქვრივიშვილი

1761133259

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება, - ინფორმაციას საქართვ...

პრემიერ-მინისტრი

1761133181

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გლობალური სავაჭრო მარშრუტების გადალაგების ფონზე, საქართველო მზად არის მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად

„საქართველო არა მხოლოდ გზაჯვარედინია, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებს, არამედ არის ის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება კულტურები, ეკონომიკები და იდეები. ეს საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლე...

მაკა ბოჭორიშვილი

1761133132

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: დიპლომატიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაში, ასევე ეროვნული ეკონომიკური ინტერესების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო ვაჭრობის დაბალანსებაში

2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ხაზი გაუსვა დიპლომატიის როლს ეკონომიკური განვითარებისა...

მაკა ბოჭორიშვილი

1761132240

ახალი ამბები

პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის შეძენის, შენახვის და გავრცელების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის შეძენის, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორ...

პროკურატურა