ნიკოლ ფაშინიანი: ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ

თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე, გახსნით პანელზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პროექტებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში. სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ღონისძიება უკვე გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებისთვის, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ახალ იდეებს. 2024 წლის ნოემბერში, ამ პლატფორმის შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროექტის განხორციელება მოხდა, რაც, პრინციპში, მხარდაჭერის მექანიზმად გადაიქცა და ბევრმა საერთაშორისო პარტნიორმა დაუჭირა მას მხარი“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია რეგიონული, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარება. მისი განცხადებით, რეგიონში სატრანსპორტო მარშრუტების პროექტები კონკურენტული არ არის, ეს მარშრუტები ერთმანეთს შეავსებს და სამხრეთ კავკასიის პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
„ვაშინგტონის დეკლარაციის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შავი ზღვის რკინიგზის გახსნა გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველოსა და აზერბაიჯანისთვისაც. ეს სამშვიდობო დიალოგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს და სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, რაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის ზრდასა და განვითარებას ნიშნავს. ეს არის ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ უნდა განვავითაროთ და კაპიტალად ვაქციოთ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, რომ ჩვენს რეგიონს სტაბილურობა ჰქონდეს მუდამ. ჩვენ საბოლოო ჯამში, დავაფუძნეთ ის მდგომარეობა, რომელიც მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას მოუტანს კავკასიას. ჩვენს რეგიონს მშვიდობა დაუბრუნდა და ის მეტი ენერგიით, მეტი ტვირთბრუნვით, მეტი კეთილდღეობითა და განვითარებით უნდა დავტვირთოთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
1761121025
საზოგადოებაბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი
მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრო...
1761119898
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, ასევე, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ფართო რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გასული წლების განმავლობაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი...
1761119865
საზოგადოებაპრემიერი: გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს პოტენციალი
გასული ათი წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბრეშუმის გზის...
1761119805
საზოგადოებალევან მახაშვილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვაზე: საინტერესოა, გერმანიის მთავრობის პასუხი რა იქნება
ლევან მახაშვილი გერმანიაში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვებს აფასებს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ასეთი...
1761119232
საზოგადოებაალი ასადოვი: აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში
აზერბაიჯანი და საქართველო დღეს წამყვან როლს თამაშობენ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში ახალ ფორმატში და ახალ ფორმაციაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ახალი ლოგისტიკური მ...