"ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს" - ჟურნალისტი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ფოტოს აქვეყნებს
პლატფორმა “ქალები საქართველოდან” თანადამფუძნებელი და თანაავტორი მაიკო ჩიტაია ბათუმში, 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე ჩამონგრეული კორპუსის ადგილიდან ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ სტატუსს ურთავს თან.
“ბათუმის ამ ტრაგედიის შემდეგ პირველად მოვხვდი ამ ქუჩაზე.
ეს სახლი ახლა ასე გამოიყურება.
დროში გაჩერებული მომენტივითაა – ვიღაც წყლის დასალევად გავიდა და კადრი დააპაუზა, დაბრუნდება და გაგრძელდება ცხოვრება.
შეჩერებული ადგილიდან: სამზარეულოში ვიღაც შემოვა და სარეცხს გამოიღებს გასაფენად ან ჩაიდანს დაადგამს ჩაის დასალევად.
სახლის ეს ჭრა აუგმენტირებული რეალობასავითაა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია თითქოს, რაღაცების გადალაგება, შეცვლა ან საერთოდაც თავიდან დაწყება.
სინამდვილეში არაფერი აღარ შეიცვლება და გაგრძელდება, იმიტომ რომ ამ რეალობაში ფატალურ შეცდომას ვეღარ გამოასწორებ და ვიღაცის დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ამ სახლის ბინადრების თამაში დასრულებულია.
ამაზე სევდიანი სანახაობა ცოტა თუ მინახავს”, - წერს მაიკო ჩიტაია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სადარბაზოს ჩამონგრევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
სხვა სიახლეები:
🔳 დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 მაისის ქუჩაზე მოქალაქეებს, ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ

1791795429
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მარტა კოსს შეუძლია, რამდენჯერაც უნდა გამოიყენოს ყალბი ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია, სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო
„სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკომისარ მარტა კოსის კომენტარზე საუბრისას განაც...
1791794633
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს
„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...
1791793758
ახალი ამბები🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები
ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...
1791792836
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის
„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...
1791791295
საზოგადოება12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...


























